 |
 |
 |
 |
 |
|
გზა გამარჯვების მწვერვალებისკენ |
,,ბორჯომი~. ბორჯომელები განებივრებულები არ ვართ დედაქალაქში მოღვაწე ჩვენი თანამოქალქეების წარმატებების შესახებ მიღებული ინფორმაციებით.
არადა ნამდვილად გვახარებს ბორჯომელთა წარმატებები.
ნამდვილად საამაყოა, რომ ჩვენს ქალაქში გაზრდილი ახალგაზრდა მუსიკოსი დავით ჯინჯიხაძე, მრავალრიცხოვან კონკურსანტთა შორის, თბილისის მერიის ხელოვნების სკოლების დათვალიერება-კონკურსი 2010-ს გრან-პრის მფლობელი გახდა. მაყურებელთა დიდი ოვაციების ფონზე, თბილისის მერმა გიგი უგულავამ გრან-პრის სიგელი და ზარაფხანის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადასცა. ამ კონკურსს წინ უსწრებდა ,,ქ. თბილისის მერიის სახელოვნებო სკოლების მოსწავლეთა ფესტივალი 2010~, რომელშიც დავით ჯინჯიხაძემ სამი დიპლომი მოიპოვა. ფესტივალის საპატიო თავმჯდომარემ, კომპოზიტორმა რუსუდან ხორავამ მაღალი შეფასება მისცა მის გამოსვლას.
პირადად მე, ბედნიერება მხვდა წილად მეხილა მისი ვირტუოზული შესრულებით მონუსხული მაყურებლის ოვაციები ვაკის საკონცერტო დარბაზ ,,მუზაში~, სადაც დავითმა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ბრწყინვალედ შეასრულა რახმანინოვის II კონცერტი.
დავით ჯინჯიხაძე თბილისის ზ. ანჯაფარიძის სახელობის #28=-ე ხელოვნების სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. (პედაგოგი პროფესორი ლიანა ნიქაბაძე). იგი წარჩინებით სწავლობს თბილისის #161-ე საშუალო სკოლის XI კლასში. სანიმუშო სწავლისთვის მიენიჭა საქართველოს პრეზიდენტის სახელობის სტიპენდია და გადაეცა პერსონალური კომპიუტერი, სასკოლო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის მიღებული აქვს მრავალი დიპლომი და სიგელი.
დავითმა ხელოვნებაში პირველი ნაბიჯები ბორჯომის სამუსიკო სკოლაში გადადგა, პედაგოგ ირინა ჯანიბახჩევას ხელმძღვანელობით. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გამართულ ხელოვნების II ფესტივალზე დავითი, როგორც პროფესიონალი მუსიკოსი, პირველად წარსდგა ბორჯომელი მაყურებლის წინაშე და კიდეც აღაფრთოვანა იგი.
დავითი მეტად მოკრძალებული, თავაზიანი, თავმდაბალი ახალგაზრდაა, თავის წარმატებებზე არ საუბრობს. მისთვის მუსიკა ყველაფერია, დღის მნიშვნელოვან ნაწილს კლასიკურ მუსიკას უთმობს, ძალიან უყვარს მშობლიური ქალაქი, #1 საშუალო სკოლა, სადაც 4 წელი სწავლობდა. დღემდე მეგობრობს ყოფილ თანაკლასელებთან (ბექა ჯვარიძე, ზურაბ ნებიერიძე, მიშიკო კოჩობაშვილი, ნუკრი მაისურაძე). უყვარს მზრუნველი ბებია, სიმპათიური ქუთაისელი ქალბატონი, ბორჯომელთა რძალი, ნოდარ კიკნაძის მეუღლე, მანანა სირბილაძე.
დავითის დედამ, ეკატერინემ, #3 საშუალო სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა, არაერთხელ ასახელა ჩვენი რაიონი თავისი წარმატებებით (იყო საქართველოს ჩემპიონი ჩოგბურთში, საერთაშორისო ბანაკ ,,არტეკის~ კონკურსებში გამარჯვებული, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბორჯომის~ ყველა წარმატებული გასტროლების მონაწილე).
დღეს დავითი ბორჯომში ისვენებს მშობლიურ სამუსიკო სკოლაში (ამის საშუალება სასწავლებლის დირექტორმა, ქალბატონმა ნაილე აბულაძემ შეუქმნა), საიდანაც ყოველდღიურად იღვრება კლასიკური მუსიკის ჰანგები.
იგი საპასუხისმგებლო გამოსვლებისთვის ემზადება. ვუსურვოთ მას შემოქმედებითი წარმატებები.
იზო გუგუბერიძე
26.08.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ახალციხე
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
-3 °C
|
-3 °C
|
|
ღამით |
-12 °C
|
-13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|