მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
მომავალ წელს წყლის პრობლემა გადაწყდება

,,ბორჯომი~. ბორჯომში გაზრდილმა და ახლა ჩვენი კურორტის ხშირმა სტუმარმა, ახალგაზრდა ქალბატონმა, მეზობელს შესჩივლა, რაც თავი მახსოვს, ბორჯომში წყლის პრობლემააო.
 _ შვილო, რვა ათეულ წელს კარგა ხანია გადავაბიჯე და მე არ მახსოვს ამ მხრივ უპრობლემო ბორჯომი.
 რვა თუ არა, ექვსი ათეული წელი მაინც იქნება, ყოველწლიურად ყველა დროის ხელმძღვანელობა გვარწმუნებდა, რომ წლის ბოლოს ჩვენს ონკანებში სუფთა, ანკარა წყალი იდენდა, მაგრამ ყოველ წელს ამ იმედს და ოპტიმიზმს ერთი და იგივე ფონი გასდევდა. კერძოდ, დაფხავებული, დაზიანებული მილებიდან დაღვრილი წყლით დატბორილი ქუჩები, უხარისხო, შავი, ჩეჩქით და ბეწველებით გაჭედილი ჩვენი ონკანები და კვლავ აქილევსის ქუსლად ქცეული წყლის გადასახადის დავალიანება...
და აი, როგორც იქნა, ნავსი გატყდა, ათასი დაპირების შემდეგ, ბორჯომსა და ბაკურიანში დაიწყო წყალსადენ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტს აფინანსებს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მილენიუმი~, ხოლო კონტროლს მშენებლობაზე აწესებს რესპუბლიკის მუნიციპალური განვითარების ფონდი. ბორჯომსა და ბაკურიანში ამ სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა დაახლოებით 40 მილიონამდე ევროდაა შეფასებული. ამ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. ,,ფერი~ აწარმოებს (გენდირექტორი სოსო მჭედლიშვილი). სამუშაოები ჩქარი ტემპით კი წარმოებს, მაგრამ მთელი საკურორტო სეზონიც ტრაქტორების გრუხუნით, გადათხრილი ქუჩებით, მტვრის კორიანტელით და ბორჯომელთა გულისწუხილით მიმდინარეობს. გადათხრილი ქუჩების მთელი საშინელება და სიმძიმე, განსაკუთრებით პერიფერიებში, ვიწრო ქუჩებსა და ჩიხებში იგრძნობა, რადგან სახლებიდან გამოსვლისთანავე ორმეტრიანი სიღრმის თხრილი გეგებება და მიწაყრილზე ფეხის დასადგმელ ადგილს ვერ პოულობ, მაგრამ ბევრის გამძლე და გადამტანი ბორჯომელები ამასაც გავუძლებთ, რადგან გვჯერა, კარგი საქმე კეთდება.
 საკითხავია, სანამ ახალი წყალსადენი აშენდება, როგორ მომარაგდება მოსახლეობა სასმელი წყლით?
_ ამ კითხვით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შ.პ.ს. ,,ბორჯომის სერვისცენტრის მენეჯერს, ჩვენი ქლაქის მკვიდრს და ბორჯომის გულშემატკივარს მალხაზ არევაძეს მივმართეთ, რომელსაც თავისი წინამორბედისგან განსხვავებით თავი არ აურიდებია ჩვენთან შეხვედრაზე.
მალხაზი უფროსი თაობის ბორჯომელთათვის კარგად ცნობილი პიროვნების, აწ განსვენებული ომარ არევაძის ვაჟია. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. პარალელურად დაუსწრებლად სწავლობდა აგრარული უნივერსიტეტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტზე. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სათავეში ედგა ტყის დაცვის სამსახურს, შემდეგ ბორჯომის სატყეო მეურნეობაში სატყეოს უფროსი იყო. ჰყავეს მეუღლე და ორი შვილი. დღეს იგი ჩვენი გაზეთის სტუმარია.
ერთი თვეა, რაც ჩვენი ქალაქის ყველაზე ურთულეს უბანს ჩაუდექით სათავეში. ცხადია, თქვენ ვერავინ მოგთხოვთ პრობლემების მთლიანად გადაწყვეტას. საინტერესოა, რით დაიწყეთ მუშაობა, არ გიჭირთ?
_ არ მიჭირს, რადგან კოლექტივი გვერდში დამიდგა. განსაკუთრებით მთავარი ინჟინრის, ანდრო გეგეშიძის მადლიერი ვარ, თავისი საქმე კარგად იცის. ამჟამად ჩვენი სამსახური მხოლოდ დაზიანების აღმოფხვრითაა დაკავებული, დღეში 15-16 ავარია მაინცაა. მოგეხსენებათ, თუჯის მილები ამორტიზებულია და ოდნავი შეხებითაც კი სკდება. ამას წინათ შვიდსართულიანებთან, ღამის 3 საათამდე ვმუშაობდით დაზიანების აღდგენისთვის. მUუშახელის, ხელოსნების ნაკლებობასაც განვიცდით, მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მცირე ანაზღაურების მიუხედავად, დროს და უამინდობას არ ეპუებიან, თავდადებით მუUშაობენ.
წყალი იმიტომ არ ყოფნის მოსახლეობას, რომ წყალსადენის სათავედან დაწყებული, მთელი მაგისტრალი დაზიანებულია და გზაში 60 პროცენტი წყალი მაინც იკარგება.
განსაკუთრებით ახალი უბნის მოსახლეობა განიცდის უწყლობას...
_ იქ 3 უბანია: ქვედა, შუა და ზედა. წყალი წყალი 3 დღეში ერთხელ უბნების მიხედვით მიეწოდება. წყლით მომარაგებას ისიც უშლის ხელს, რომ ქვედა უბანში მოსახლეობას 24 საათის მანძილზე წყალი ნაკვეთებში აქვს მიშვებული. ონკანებს ჩამკეტიც კი არ აქვს. ჩვენ კი არავითარი  მექანიზმი არ გაგვაჩნია ასეთების დასჯა-დაჯარიმებისთვის.
თითქმის ყველა კომუნალურმა სამსახურმა მოაწესრიგა მოსახლეობიდან მომსახურების თანხების ამოღება, თქვენთან რა მდგომარეობაა?
_ მოსახლეობა ჩვენთან კვლავ გადახდისუუნაროა. უბრალოდ, არ იხდიან, უხარისხო წყლის მიწოდების გამო. გადასახადი სულზე 1,97 ლარია. ნაწილს მუნიციპალიტეტი იხდის, მაგრამ გადასახადის ამოღება მაინც ჭირს. გაზის და დენის გადასახადს თუ არ გადაიხდიან, გამორთავენ, ჩვენ ჯერ ეს არ შეგვიძლია. მალე ახალი მაგისტრალი ჩადგება მწყობრში და მოწესრიგდება წყლის მიწოდებაც, ხარისხიც და გადასახადების ამოღებაც.
სანამ ეს მოხდება, თუ მოწმდება წყლის ხარისხი და თუ იქლორება მაინც გუჯარულა?
_ მართალია, თანამედროვე დონეზე მოწყობილი არა, მაგრამ ლაბორატორია გვაქვს და შესაძლებლობების ფარგლებში ვამოწმებთ კიდეც. ამას წინათ ე.წ. პლატოს აღმართზე არსებული წყაროს წყალი შევამოწმეთ, ეს წყალი ჩვენ არ გვეკუთვნის, მაგრამ რიგი იდგა და დავინტერესდი მისი ხარისხით. უამრავი აზოტი და ამიაკი აღმოჩნდა მასში. აბრაც კი გავაკარით, რომ სასმელად უვარგისია. გუჯარულას წყალი კი სისტემატურად იქლორება ნორმის ფარგლებში.
ბევრი ბორჯომელი, რომელიც მრავალი დაპირების შეუსრულებლობის და იმედგაცრუების მომსწრეა, სკეპტიკურად უყურებს ახალი მაგისტრალის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. ამბობენ, ეს მაგისტრალიც ბაგლაროვის მიერ ჩაწყობილი მილებივით არ დარჩეს მიწაში, რომელშიც წვეთ წყალს არ გაუვლიაო, თქვენ თუ გაქვთ უკეთესის მომავლის იმედი.
 _ ყველაფერი უკეთესი მომავლისთვის კეთდება. კომისია ხშირად ჩამოდის, ამოწმებს სამუშაოების ხარისხს, ზოგს იწონებენ, ზოგს იწუნებენ, ასწორებენ. მოკლედ, სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობა მომავალი წლის ბოლოსთვის ამუშავდება. ბორჯომელებს დარწმუნებით ვეტყვი _ მომავალი წლის ბოლოსთვის, ამჯერად, ნამდვილად ექნებათ სუფთა და ხარისხიანი სასმელი წყალი.
 მე კი, როგორც ავტორი, ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით ფრიად ექსტრემალურ ვითარებაში გვიხდება ცხოვრება. არ ვიცით, როდის გვიმტყუნებს დაფხავებული თუჯის წყლის მაგისტრალი. წყლის სათავე როდის აიმღვრევა, დაშრება ან გაიყინება და საერთოდ, რა ,,სასიამოვნო~ სიურპრიზები გველის... სამწუხაროდ, არა მარტო წყლისგან.


იზა სანიკიძე
26.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -3 °C -3 °C
ღამით -12 °C -13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.