|
,,ბორჯომი~. მოკრძალებით მოგახსენებთ, რომ ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი, ამპუტირებული მაქვს მარცხენა ფეხი მუხლს ზემოთ, ვხელმძღვანელობ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია ,,ამპუტს~.
ჩემი ფიზიკური ნაკლის მიუხედავად ვარ ოპტიმისტურად განწყობილი ინტელექტუალური პიროვნება, მაქვს ჩამოყალიბებული რამდენიმე სოციალური პრობლემის გადაწყვეტის იდეა=-პროექტი, რომელთა რეალიზაცია სიკეთეს მოუტანს საზოგადოებას.
ერთი წლის განმავლობაში ვცდილობდი ხელისუფლების მხარდაჭერით მომეხდინა ამ პროექტების რეალიზაცია, მაგრამ ბიუროკრატიული მექანიზმი იმდენად ძლიერია ქვეყანაში, რომ არც ერთი საკითხი განხილვის ღირსად არ გახადეს.
ჩემი იდეა-პროექტის თანახმად, 30 ლარიანი უფასო სადაზღვევო ვაუჩერის შემოღების შემთხვევაში უკვე ამ რეგიონში 4 ათასამდე ბენეფიციარი მიიღებდა ხარისხიან და მრავალჯერად უფასო სამედიცინო დახმარებას.
მეორე პროექტის თანახმად, თუ შეიქმნებოდა ახალი საშუამავლო საჯარო სტრუქტურა, ამავე დროს ყველა მარტოხელა და უპატრონო პენსიონერისთვის, რომელთაც გააჩნდათ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული 10 ათას დოლარზე ზემოთ ღირებული უძრავი ქონება, ავტომატურად უნდა მოეხსნათ მათთვის მინიჭებული სოციალურად დაუცველი მოქალაქის სტატუსი.
საშუამავლო საჯარო სტრუქტურების ხელშეწყობით ბანკების მეშვეობით 80 ათასამდე ამ კატეგორიის პენსიონერი, ყოველთვიურად 10 წლის განმავლობაში საპენსიო ბარათით კუთვნილ პენსიასთან ერთად დამატებით მიიღებდა მინიმუმ 100 დოლარს. მათი სამომხმარებლო კალათა შესაბამისად გახდებოდა 250 ლარის ტოლფასი.
ერთ წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოთავისუფლდებოდა 30 მილიონამდე ლარი, რომელიც, ალბათ, მოხმარდებოდა უფრო გაჭირვებულ უსახლკარო, მრავალშვილიან და ლტოლვილ ოჯახებს.
მესამე პროექტის თანახმად, თბილისში სხვადასხვა ადგილებში დამატებით გაიხსნებოდა 2 ათასი ინვალიდი მძღოლისთვის განკუთვნილი სპეცსადგომები, რომლებიც არ შეუქმნიდნენ არანაირ პრობლემას არც ქალაქის მერიის და ,,სი-თი პარკის~ ადმინისტრაციას.
დამატებით დასაქმდებოდა 4 ათასამდე თბილისის მოქალაქე და თბილისის ბიუჯეტში ერთ წელიწადში შევიდოდა 8 მილიონამდე ლარი.
ჩემი კიდევ ერთი პროექტის თანახმად თბილისში ავტობუსების გაჩერებებზე ამჟამად არსებული და მგზავრებისთვის განკუთვნილ მოსაცდელზე, კერძო მინი-ბიზნესის სახით დასაქმდებოდა ასობით მოქალაქე, რომლებიც ამავე დროს დამატებით შეითავსებდნენ მანდატურის სტატუსს და აქედან გამომდინარე იზრუნებდნენ თავიანთ ობიექტებზე სისუფთავის და წესრიგის დაცვაზე, მგზავრების უსაფრთხოებაზე და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენდნენ მათ პირველად სამედიცინო დახმარებას.
ამა წლის 12-18 ივლისს გაზეთ ,,ქრონიკა~-ში #28(446) დაიბეჭდა ჩემი წერილი სათაურით ,,მხოლოდ შიშველი სიმართლე~, წერილი იყო ვრცელი და საკმაოდ რადიკალური, ვამხელდი ბიუროკრატიაში რიგ საჯარო ორგანიზაციებს და ვადანაშაულებდი ზოგიერთი ჩემი იდეა-პროექტის მითვისებაში. ხაზგასმით მქონდა აღნიშნული, რომ ვიმყოფები სიღარიბის ზღვარს მიღმა და არ ვაპირებ ჩავირიცხო ჩარეცხილ მოქალაქეთა სიაში. სამწუხაროდ, ამ წერილს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი ნოვატორული იდეა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის 40 მილიონიან ეკონომიას, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა სათანადოდ შეაფასებდა ამ პროექტის ავტორს და როგორც პიროვნებას, რომელიც ქვეყნის წინაშე უმაღლეს დონეზე ასრულებს თავის მოქალაქეობრივ ვალდებულებებს, აუცილებლად დააჯილდოებდა მას თუნდაც გრანტის სახით, სამწუხაროდ, ასეთი რამ არ ხდება ჩვენს ქვეყანაში.
ამა წლის 27 ივლისს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2~-ის ,,ბიზნეს კურიერის~ გადაცემაში შემთხვევით შევიტყვე, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ამ იდეა-პროექტის რეალიზება, საწყის ეტაპზე აპირებს სამთავრობო დონეზე შეიქმნას შესაბამისი კომიტეტი, რომელიც თავის მხრივ შეუდგება საშუამავლო საჯარო სტრუქტურების ჩამოყალიბებას.
ამ ფაქტის გათვალისწინებით ხელისუფლებამ რამდენჯერმე დაარღვია ჩემი საავტორო უფლებები. პირველი პროექტის ,,კორპუსის ამხანაგობების მამასახლისების~, ვინაიდან ამ ახალი იდეა-პროექტის შემოღებით უნდა გადაწყვეტილიყო საკმაოდ აქტუალური სახის პრობლემები, აქედან გამომდინარე, ჩემი, თუნდაც სოციალური სახის პრობლემების არგათვალისწინება, ზოგიერთი ამბიციური და არაკომპეტენტური საჯარო მოხელის მხრიდან არის მხოლოდ თავხედური ქურდობა.
საქართველოს პრეზიდენტმა შარშან შემოგვთავაზა, რომ ინდმეწარმე, რომელიც აიღებს იაფ კრედიტს და დაასაქმებს 100 მოქალაქეს, შვილს მოუნათლავს. თუ ეს დანაპირები დღესაც ძალაშია, მინდა შევთავაზო იდეა უკვე სულ სხვა რაკურსით, მაგალითად, თუ თქვენ მომინათლავთ შვილიშვილს, მე გავხდები ცნობილი პიროვნება და კიდევ ერთი, ჩემი პროექტის თანახმად სულ რაღაც ორ თვეში თბილისში დავასაქმებ 10 ათას მოქალაქეს და ქალაქის ბიუჯეტი შეივსება 5 მილიონი ლარით.
ოთხი თვის წინ ჩემი პროექტები გასაცნობად ელექტრონული ფოსტით გადავუგზავნე შესაბამის მედია-საშუალებებს და ზოგიერთ სამთავრობო სტრუქტურებს. სამწუხაროდ, დღემდე არანაირი პასუხი, თუნდაც რჩევის სახით არ მიმიღია.
მე რომ გამომიჩნდეს პატრონი ან ბიზნეს-პარტნიორი, ყველა ჩემ პროექტზე მივიღებდი საავტორო უფლების დამადასტურებელ სერტიფიკატს და ყველა იმ საჯარო სტრუქტურებიდან, რომლებმაც დაარღვიეს ჩემი კანონიერი უფლებები და შესაბამისად მოგვაყენეს მე და ჩემი ორგანიზაციის წევრებს მორალური ზიანი, ამოვიღებდი საკმაოდ დიდი თანხას, რომელიც ჩაირიცხებოდა ორგანიზაციის ანგარიშზე და მოხმარდებოდა მისი წევრების სოციალური პრობლემების გადაწყვეტას, მაგრამ ასეთი პატრონი დღეს არ მყავს და ალბათ, კიდევ დიდხანს არ მეყოლება...
ვლადიმერ მჭედლიშვილი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია ,,ამპუტი~-ს დირექტორი.
26.08.2010 |