მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს

ბორჯომის რაიონის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის გამგეობის წევრები გულწრფელად მოგესალმებით და გვსურს გაუწყოთ, რომ რაიონის საზოგადოება მხარს უჭერს იმ აღმშენებლობით პროცესს, რაც ბოლო ექვსი წლის მანძილზე საქართველოში თქვენი დიდი ძალისხმევით და თაოსნობით ხორციელდება.
ალბათ, მხოლოდ უმადური, ადამიანი ვერ ხედავს და ვერ აფასებს სიღნაღის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა ქალაქების სასიკეთო ფერისცვალებას. გვეამაყება, რომ ისინი ევროპულ სტანდარტებს უთანაბრდებიან.
ვახმოვანებთ რა საზოგადოების აზრს, მოგმართავთ მოკრძალებული თხოვნით: გვსურს გაგრძელდეს თქვენი ინიციატივით დაწყებული ბორჯომის მინერალური წყლების პარკის რეკონსტრუქცია, რომელმაც საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობის მოწონება დაიმსახურა. ასევე გვსურს, თქვენი თაოსნობით აღორძინდეს, კეთილმოეწყოს კურორტი ბორჯომი და ზღაპრული ბუნების სილამაზით სახელგანთქმული ბორჯომის ხეობაც, რომელიც მაგნიტივით მოიზიდავს უამრავ დამსვენებელს და ტურისტს, რაც ქვეყნის ბიუჯეტში შემოსავლების სოლიდური მაჩვენებლებითაც აისახება.
ამ თხოვნასთან ერთად გვსურს მოგაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია საზოგადოების იმ კრიტიკული შეფასებების თაობაზეც, რაც გამოწვეულია ზოგიერთი ხელმძღვანელის ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით.
კურორტ ბორჯომის ცენტრში ორი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას იწვევს. კურორტის იერ-სახეს, ეკოლოგიური თვალსაზრისითაც საფრთხე ემუქრება.
ბორჯომში 1895 წლიდან ნაყოფიერად ფუნქციონირებდა პროფსასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა სპეციალობების კვალიფიციურ კადრებს ამზადებდა. თქვენი, როგორც პრეზიდენტის პროგრამა, ითვალისწინებს პროფესიული გადამზადების ცენტრების შექმნას და მათ სრულყოფას. აღნიშნული პროფსასწავლებლის შენობაში იგეგმება კერძო კომპანიის 25 ადგილიანი საავადმყოფოს განთავსება. სასწავლებელს კი, ალბათ, სხვა შენობას გამოუყოფენ. ამჟამად არსებული ბორჯომის რაიონული საავადმყოფო, თავისი ადგილმდებარეობით და მოცულობით, სავსებით პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს თუ მის კეთილმოწყობაზე იზრუნებენ.
ბორჯომის ხეობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანის დროს საზოგადოებას ესმოდა დაპირებები, რომ ბორჯომის მოსახლეობას გაზი და ელექტროენერგია შეღავათიან ფასებში ექნებოდათ. ეს დაპირებები სიცრუე აღმოჩნდა. გაზის და ელექტროენერგიის საგადასახადო ტარიფები საგრძნობლად მაღალია და მოსახლეობას გადახდა უჭირს. ტარიფების შემცირება ხელს შეუწყობს ბორჯომის ხეობის საკურორტო და რეკრეაციული ტყეების დაცვა-მოვლის გაუმჯობესებას. ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობისა  და სატყეო კოლეჯის გაუქმება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია.
ბატონო პრეზიდენტო! ვახმოვანებთ რა ბორჯომის საზოგადოების სურვილს, ამასთან ერთად, ვითვალისწინებთ ბორჯომის ხეობისადმი თქვენს კეთილგანწყობას და სიყვარულს, რაიონის მოსახლეობის დავალებით გთხოვთ, სიღნაღის და ბათუმის მსგავსად ააღორძინოთ კურორტი ბორჯომი და მისი ხეობა, რომ ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიოს ცნობილი კურორტების რიგში.
ღრმად გვწამს, თქვენ ამას დიდი ძალისხმევის შედეგად შესძლებთ. დღევანდელი და მომავალი თაობები თქვენს ღვაწლს სათანადოდ დააფასებენ. გარწმუნებთ, საზოგადოების მხარდაჭერა აღმშენებლობის პროცესისადმი თვალსაჩინო იქნება!

პატივისცემით ბორჯომის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის გამგეობის წევრები:
ლევან გოცირიძე _ გამგეობის თავმჯდომარე,
   ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ღირსების
   ორდენოსანი, ბორჯომის საპატიო მოქალაქე;
ქეთევან ხაჩიძე _ #6 საჯარო სკოლის დირექტორი;
იზოლდა ლომიძე _ #1 საჯარო სკოლის პედაგოგი;
  ვალერიან ლომიძე _ გაზეთ ,,ბორჯომის~ რედაქტორი,
               ღირსების ორდენოსანი;
 გოდერძი კურტანიძე _ შრომის ვეტერანი, ღირსების
     ორდენოსანი, ბორჯომის საპატიო მოქალაქე;
   თანგული ორთოიძე _ მხატვარი-დიზაინერი;
როინ ბოლქვაძე _ რაიონის საავადმყოფოს მთავარი ექიმი;
ზაურ ლაზარაშვილი _ შპს ,,ენერგიის~ დირექტორი;
რობერტ ცუცქირიძე_ჟურნალისტი, ომისა და სამხედრო
  ძალების ვეტერანი, ბორჯომის საპატიო მოქალაქე.


პატივისცემით ბორჯომის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის გამგეობის წევრები
26.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -3 °C -3 °C
ღამით -12 °C -13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.