მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
შესანიშნავი კრებული ვაჟა-ფშაველას შესახებ

,,ბორჯომი~. დღის სინათლე იხილა ვაჟა-ფშაველას შემოქმედების შესანიშნავი მემკვიდრეობის, ძმების უშანგი და იოსებ ჯანგირაშვილების ნაშრომმა, რომლის სათაურია ,,ვაჟა-ფშაველას მხატვრულ სამყაროში~.
ძმების ლიტერატურულ წერილებში ხაზგასმულია გენიალური პოეტის ნაწარმოებების ახლებური შემეცნების სურვილი. წიგნს წამძღვარებული აქვს პროფესორ ვახუშტი კოტეტიშვილის სიტყვები უშანგი ჯანგირაშვილის შესახებ: ,,...უშანგი ჯანგირაშვილმა, შეიძლება ითქვას, ახალი სიტყვა თქვა ვაჟა-ფშაველას გმირების ხასიათის ამოცნობაში. კერძოდ, სრულად გახსნა ჯოყოლას სულის ტრაგედია და ამოხსნა აღაზას სიყვარულის ,,საიდუმლო~. მიაგნო აგრეთვე ვაჟას პოემების კომპოზიციურად აგების ერთ სპეციფიკურ ნიუანსს. საყურადღებო მოსაზრებები მოგვაწოდა ვაჟა-ფშაველას დიალოგის თავისებურებებზე...~
ახლად გამოცემულ წიგნში მკითხველი ინტერესით გაეცნობა ლიტერატურულ წერილებს: ,,კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო?!~, ,,ჯოყოლას მხატვრული სახე ,,სტუმარ-მასპინძელში~, ,,ვაჟა-ფშაველას პოემათა კომპოზიციის ზოგიერთი პრობლემატური საკითხი~.
მეტად საინტერესოდ იკითხება იოსებ ჯანგირაშვილის წერილები: ,,ვიცანი, ღმერთო, სამყარო~, ,,უიღბლო-იღბლიანის~ სულიერი მისია~, ,,მოგონებები ვაჟაზე~.
წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის. იგი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
წიგნი ფაქტიურად შემოწირულობებით აიწყო და დაიბეჭდა, მისი მთავარი სპონსორი კი ქალბატონი მარინა უგრეხელიძე-ხარებავა გახლავთ.
ავტორებს წიგნის გამოცემაში დიდი დახმარება გაუწია გაზეთ ,,ბორჯომის~ რედაქციამ (კომპიუტერის ოპერატორი ნათელა იჩქიტიძე), რეცენზენტია ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ტრისტან მახაური, რედაქტორი _ თემურ ჩალაბაშვილი, გარეკანის ნახატი ეკუთვნის ომაზ ჩხეიძეს.
ავტორებმა წიგნი მიუძღვნეს ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წლისთავს.


ვ. ლომიძე
22.09.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I'm impressed! You've maaengd the almost impossible.
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 5 °C + 4 °C
ღამით + 2 °C -5 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.