 |
 |
 |
 |
 |
|
,,მზეშინა~ _ სცენის შინა |
ბორჯომში კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან უკვე მეოთხე წელია არსებობს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი ,,მზეშინა~, რომელსაც ხელმძღვანელობს მეტად წყნარი და მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული გოგონა ლელა მუხურაძე. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია რობერტ ნადირაძე. ლელა #6 საჯარო სკოლის პედაგოგია და აქაც, როგორც სხვაგან, ძალიან უყვართ და პატივს სცემენ, როგორც კოლეგები, ასევე მოსწავლეებიც. იგი ინფორმატიკას ასწავლის, არის ყოველმხრივ განათლებული, მაგრამ მუსიკა მისთვის ყველაფერია, ამიტომ უდგას სათავეში ანსამბლს და მღერის არა მარტო ხმით, არამედ გულით და იმ სიყვარულით, რასაც ქართული ფოლკლორი ჰქვია. ანსამბლში მასთან ერთად მისი დაც მღერის, რომელიც ახალი გათხოვილია და ქართული ჰანგები უკვე ჩაესმის მის მუცლად მყოფ პატარას.
ანსამბლში უკვე მეორე თაობა იზრდება ქართული ფოლკლორის სიყვარულით: მარიამ ცალქალამანიძე, ანა ჩადუნელი, მაკა გელაშვილი, ნატო კურტანიძე, ქეთი ბერიძე, თათია გურგენიძე, ირინა ივანიშვილი, ნათია სოლოღაშვილი, თინათინ მუხურაძე.
ქართულ ძირძველ სიმღერებს ლელა თვითონ ეძებს ძველ ჩანაწერებში, რომლებსაც ასრულებდნენ აქვსენტი მეგრელიძის ქალთა და პოლიკარპე ხუბულავას ანსამბლები და სხვები. ზოგიერთი მათგანი ცნობილი არც კია, ზოგიერთი კი ისეთი ძველია, რომ ხმა ძლივს ისმის. სწორედ ასეთი ჩანაწერებიდან ხდება სიმღერების აღდგენა და განახლება, რაც შემდეგ ანსამბლთან ერთად მუშავდება. ლელას კონცერტიც, რომელიც უკვე ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა, პირველი არაა. ,,მოგზაურობა სასიმღერეთში~ _ ასე იყო დასათაურებული კონცერტი, რომლის მსმენელამდე მიტანა და, საერთოდ, ანსამბლის შექმნის იდეა ქალბატონ ნანა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. სწორედ მოგზაურობა ერქვა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულის ფოლკლორულ სიმღერებს, რომლებიც ასე სათუთად აუკინძავს ამ ანსამბლს და სცენიდან იღვრებოდა.
იანვრიდან კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელის ბატონ გოჩა ბლიაძის და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გრიგოლ ჯვარიძის ძალისხმევით ანსამბლი დაფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
საქართველოში ხომ ამბობენ, ყველა მღერისო და მართლაც მათთან ერთად ყველა გულში მღეროდა. ქართველები არამარტო ლხინში, არამედ ომში მიმავალნი და ხშირად გაჭირვებაშიც მღეროდნენ. ქართველისთვის დევიზად ჟღერს _ მე ვარ ქართველი და მე უნდა მემღერებოდეს! დიდხანს ემღეროს ამ ანსამბლს და მის ხელმძღვანელს, მრავალი თაობა აღეზარდოს ქართულ ფოლკლორზე, არ დავიწყებოდეს ერის ტრადიციები და ის ვალდებულებები, რაც წინაპრებისგან მოგვდგამს...
მარი ზაქაშვილი
02.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
Great post with lots of ipmrtonat stuff. |
| : |
20 |
| : |
20 |
| : |
20 |
| : |
20 |
| : |
20 |
| : |
20 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ახალციხე
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 23 °C
|
+ 24 °C
|
|
ღამით |
+ 5 °C
|
+ 6 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|