 |
 |
 |
 |
 |
|
ამერიკელთა ტრენინგი ბაკურიანში |
გასული წლის 13-16 დეკემბერს დაბა ბაკურიანში, სასტუმრო ,,ვერე-პალასში~ მიმდინარეობდა ტრენინგი საქსტატის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის თანამშრომლებისთვის. ამასთან დაკავშირებით შევხვდით და ვესაუბრეთ საქსტატის ბორჯომის (სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური) სამმართველოს უფროსს ქალბატონ ნათელა გოგალაძეს.
ქალბატონო ნათელა, ვინ ატარებდა ტრენინგს?
_ ტრენინგს ატარებდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოფლის მეურნეობის სამმართველო, აშშ-ს საერთაშორისო პროგრამების განყოფილების უფროსი ბატონი მაიკლ სტაინერი, აშშ-ს მერილენდის შტატის სტატისტიკის სამმართველოს უფროსი ქალბატონი ბარბარა რეიტერი. ამავე დროს ტრენინგს ესწრებოდა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ბატონი ნიკოლოზ გაგუა, საქსტატის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი ბატონი ვასილ წაქაძე და ამავე სამმართველოს თანამშრომლები. Aასევე, ტრენინგს ესწრებოდა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, სრული პროფესორი ქალბატონი თინა გელაშვილი (რომელმაც საკმაოდ საინტერესო მოხსენება გააკეთა სტატისტიკის მნიშვნელობაზე).
რა თემებზე ისაუბრეს ბატონმა მაიკლ სტაინერმა და ქალბატონმა ბარბარამ?
_ აშშ-დან ჩამოსულმა სტუმრებმა მოხსენება გააკეთეს შემდეგ საკითხებზე: სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მნიშვნელობა, შერჩევის კონცეფციები, რესპონდენტებთან ურთიერთობა-გამოპასუხების წახალისება, მონაცემთა შეგროვების პროცედურები და რესპონდენტებთან ურთიერთობა _ რთულ რესპონდენტებთან გამკლავება.
ქალბატონმა ნათელამ აღნიშნა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური რამდენიმე წელია ატარებს სასოფლო მეურნეობათა შერჩევით გამოკვლევას. კვლევა რეგიონალური მასშტაბით ტარდება კვარტალის ბოლოს. იგი ტარდება შერჩევითი წესით შერჩეულ რამდენიმე ათას მეურნეზე დაკვირვებით. ყოველწლიურად ხდება შერჩეულ მეურნეობათა სიის განახლება და ამ კვლევაში მონაწილეობით თითოეული ადამიანი ხელს უწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეს. გამოკვლევის მიზანია სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და კვლევის პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება ქვეყნის მასშტაბით. კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად. მიღებული ინფორმაცია, ასევე, სასარგებლო იქნება სოფლის მეურნეობისა და ამ დარგთან დაკავშირებული ბიზნესმენებისთვის, ინვესტორებისა და მრავალი სხვა მომხმარებლისათვის. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალური და დაცულია ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ~ საქართველოს კანონის 28-მუხლით. Mდღეს ყველა ამჩნევს, რომ თანდათან ხარისხიანი და მოსახლეობამდე დაყვანილი ხდება სტატისტიკის მუშაობის მეთოდი და მონაცემები, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს ბატონ ზაზა ჭელიძეს. მMისი მმართველობის პერიოდში მოხდა (2010წელი) შDDშ-ში გაწევრიანება, რაც ნათლად მეტყველებს ამ სტანდარტების შესრულების მზადყოფნას და ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში სანდოობის გარანტს.
რა მნიშვნელობა აქვს სტატისტიკას და, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სტატისტიკას?
_ სტატისტიკას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს, სამთავრობო პოლიტიკის შემქმნელები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აშშ-ს მთავრობა და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები, აგრეთვე, ეკონომიკური ფირმები, ბანკები და საკრედიტო ორგანიზაციები, საქონლით მოვაჭრეები, სადაზღვევო კომპანიები, მარკეტინგული ფირმები და აგრეთვე თესლის მწარმოებელი კომპანიები, დანადგარების, ქიმიკატების მწარმოებელი და სატრანსპორტო კომპანიები, საწყობები და სასაწყობო ფართის მფლობელები, საკვების გადამამუშავებელი ქარხნები, ცხოველთა საკვების დამამზადებელი კომპანიები, მომწოდებლები და მყიდველები, აგრეთვე, მასმედიის წარმომადგენლები, ფერმერები (ინდივიდუალური და კორპორატიული)...
როგორც რესპონდენტს, მეც მაინტერესებს, ვთქვათ, არ ვაჩვენე ერთი ძროხაც კი, რა შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაში?
_ თქვენი მსგავსი რამდენიმე არაზუსტი ინფორმაციით მოხდება ვაქცინაციის დეფიციტი და ამავე დროს ინვესტორს, რომელსაც ექნება ნაკლები ინფორმაცია საქონლის სულადობის შესახებ, არ ააშენებს ხორცის გადამამუშავებელ საწარმოს.
ჩვენთან ხომ ფერმები პატარებია, რომ არ მოგცეთ ინფორმაცია ფერმერმა, რა სხვაობას მიიღებთ?
_ ფერმების უმრავლესობა საქართველოში პატარაა და თუ არ გამოიკითხა, მაშინ მსგავსი ფერმების, ფერმერების აზრი გათვალისწინებული არ იქნება.
ახალი წლის დღეებია, როგორ მიულოცავდით ბორჯომელებს?
_ ვუსურვებ ყოველივე კარგს, ჯანმრთელობას, სიუხვეს, უკეთ ცხოვრებას, თითოეულის ოჯახში სულ ლხინი და ბედნიერება ყოფილიყოს.
ს. ხეთაგაშვილი
05.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ახალციხე
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 23 °C
|
+ 24 °C
|
|
ღამით |
+ 5 °C
|
+ 6 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|