 |
 |
 |
 |
 |
|
გარეჯის ისტორიული დოკუმენტები |
საქართველოს ისტორიით დაინტერესებულმა მკითხველმა მიიღო ავტორთა ჯგუფის (დოდო ლომიძე, მანანა ჭუმბურიძე, ზაზა სხირტლაძე) მიერ მომზადებული ,,გარეჯის ისტორიული დოკუმენტების~ (XIII-XVIII ს.ს.) ორტომეული, რომელიც დაიბეჭდა საქველმოქმედო ფონდ ,,ცისკარის~ ფინანსური მხარდაჭერით.
ამ შესანიშნავი ნაშრომის რედაქტორია ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი მზია სურგულაძე.
გარეჯის ისტორიული საბუთების სრული კორპუსის გამოცემაში ქრონოლოგიური პრინციპით თავმოყრილია 606 საბუთი, რომელთა ძირითადი ნაწილი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ფონდში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დღემდე ეს დოკუმენტები გაბნეული იყო სხვადასხვა გამოცემებში.
კორპუსის შედგენა 2003 წელს დაიწყეს. გარეჯის კვლევის ცენტრის შეთავაზებით ამ საქმეს ხელი მოკიდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა, აწ გარდაცვლილმა ბორჯომელმა მეცნიერმა ქალბატონმა დოდო ლომიძემ, რომელიც გამორჩეული პასუხისმგებლობით და გულმოდგინებით უძღვებოდა მეტად შრომატევად საქმეს სიცოცხლის ბოლო წუთებამდე. მძიმე ავადმყოფმა კოლეგების დახმარებით შეძლო შრომატევადი სამუშაოს ძირითადი ნაწილის დასრულება. მას მUუშაობაში ეხმარებოდნენ ისტორიკოსი ლევან ბუკია, ეროვნული არქივის თანამშრომელი მანანა ჭუმბურიძე და გარეჯის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა სხირტლაძე. ორტომეულის კორექტურა შეასრულა საქართველოს საპატრიარქოს ქრისტიანული ხელოვნების კვლევის ცენტრის თანამშრომელმა ქალბატონმა ზეინაბ გურჯიძემ.
ისტორიული დოკუმენტების ორტომეული უნიკალური შენაძენია ქართული ისტორიოგრაფიისთვის.
ვ. დავითაძე
12.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
20 |
| : |
20 |
| : |
20 |
| : |
20 |
| : |
20 |
| : |
20 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ახალციხე
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 23 °C
|
+ 24 °C
|
|
ღამით |
+ 5 °C
|
+ 6 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|