 |
 |
 |
 |
 |
|
ავასრულოთ ღვთის ნება |
ახლა ის დროა, როცა ყოველმა ქრისტიანმა შეიცნო უფალი და გამოსცადა მისი სიძლიერე... რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენთან არს მარადის და გვეხმარება განსაცდელის ჟამს.
ჩვენს ეპარქიაში მიტროპოლიტი სერაფიმე უდიდესი სათნოებით კვებავს არა მარტო მრევლს, არამედ ყველას, ვინც ვერ ახერხებს ეკლესიური წესებით ცხოვრებას, გარშემო შემოკრებილი ჰყავს ღვთის სიყვარულით აღსავსე სულიერი მამები და მათთან ერთად ეწევა ღვთისმსახურებასა და ეკლესია-მონასტრების მშენებლობის საშვილიშვილო და ფრიად მნიშვნელოვან საქმიანობას.
ახალი უბნის ილია თეზბიტელის სახელობის ეკლესიის მოძღვარიც, მამა იოანეც, მისი შერჩეულია. სწორედ მამა იოანეს ამ დღეებში შევხვდით და ინტერვიუ ვთხოვეთ. იგი მეტად თავაზიანი, თავმდაბალი და ღვთისმსახურების თავგადაკლული სულიერი მამა აღმოჩნდა. მან მოსვლისთანავე მრევლი შემოიკრიბა და პირველ რიგში ეკლესია დაასუფთავა, წესრიგში მოიყვანა. ამ დღეებში შევხვდით და ვესაუბრეთ მას. მკითხველისთვის, პირველ რიგში, ალბათ, მისი ბიოგრაფიული ცნობები იქნება საინტერესო. როგორც მამა იოანემ (ერობაში შოთა ხეცურიანი) გვითხრა: დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1983 წელს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ოთხი წელი ისწავლა. მამა იოანე არის ყოფილი ფეხბურთელი, თამაშობდა პროფესიონალურ გუნდებში, თბილისის ,,ვიტჯორჯია~-ში~, ქუთაისის ,,ტორპედო~-ში~, მაგრამ მიიღო ძლიერი ტრავმა _ მუხლი დაიზიანა და ამის შემდეგ დაიწყო ტაძარში სიარული. მასში ბავშვობიდანვე იგრძნობოდა ღვთისადმი სიყვარული და მორჩილება, გაჭირვებულისადმი სიბრალული. ღვთის სამსახური მამა იოანემ 24 წლის ასაკში გადაწყვიტა. მის ცხოვრებაში დიდი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დეკანოზმა ამირან ქარქაშაძემ, მან ყოველდღიური სულიერი საზრდო მისცა. სულიერმა მოძღვარმა იგი სტიქარით შემოსა, ამის შემდეგ მან სასულიერო სემინარიაში სწავლა გადაწყვიტა.
მამა იოანემ, ძალიან ახალგაზრდამ, 18 წლის ასაკში შექმნა ოჯახი. მეუღლე ქეთევან ალანია სოხუმელი ლტოლვილია და როგორც ყველა დევნილს, მასაც განცდილი აქვს დიდი გაჭირვება. ოჯახი სიყვარულით შექმნა და ახლა ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, 2011 წელს, გადაწყდა სასულიერო პირად კურთხევა. ბორჯომის ღვთისმშობლის ტაძრის მოძღვარმა მამა ანდრიამ ის წარუდგინა მეუფე სერაფიმეს, რომლის გვერდით მან რამდენიმე თვე იმსახურა და 2011 წლის 10 ივლისს იგი დიაკვნად აკურთხა. დიაკვნად კურთხევისას, დაარქვეს იოანე, რადგან ის დღე იოანე ნათლისმცემლის შობა იყო და ოთხი თვის დიაკვნობის შემდეგ, მღვდლად აკურთხა და ჩააბარა ახალ უბანში წმინდა ილია თეზბიტელის ტაძარი და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ვარდგინეთ-რველში.
ორი თვეა, რაც მამა იოანე ამ ეკლესიებში მოღვაწეობს და მისი მთავარი საზრუნავი არის მრევლი, სამწყსო და ცდილობს, ღირსეულად დაუფასოს მეუფე სერაფიმეს ნდობა.
მამა იოანე, სანამ თქვენ მობრძანდებოდით, ილია თეზბიტელის ეკლესიამ ორი მოძღვარი გამოიცვალა, მამა სერგის შემდეგ, მამა დავითი და მამა ვიტალი. იმედია, თქვენც არ მიგვატოვებთ, მოსვლის Dდღიდან თუ ხართ კმაყოფილი მრევლით?
_ უნდა აღვნიშნო, რომ ილია თეზბიტელის ტაძარში უაღრესად თბილი მრევლი დამხვდა, მაგრამ ერთი რამ, რაც აშკარად თვალში საცემია, არის მრევლის სიმცირე, რაც საწყენია და ღვთის მადლით, იქნებ მომავალში, როგორც იყო ოდითგან, საქართველოში უნდა აღვადგინოთ ის ტრადიცია, რომ როცა კვირა დილა თენდებოდა და ზარების გუგუნის ხმა ისმოდა, მთელი საქართველო ერთსულოვნად ადიდებდა უფალს, ყველა მიდიოდა ტაძარში სალოცავად.
ქრისტეშობის დღესასწაული ქრისტიანული სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჭეშმარიტი მორწმუნეები ამ დღის შესახვედრად მარხულობდნენ და სულიერად განწმენდის დღეებით ცხოვრობდნენ. რა მნიშვნელობა აქვს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ყოველი ქრისტიანისთვის?
_ კაცობრიობა ელოდებოდა, რომ შექმნილიყო და ქვეყანაზე მოსულიყო განკაცებული ძე ღვთისა. ღვთისმშობელი დედის შობის შემდეგ, ზეცაში გადაწყდა, რომ მასში ჩასახულიყო სულიწმინდის მადლით მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამას ათასწლეულები ელოდა თითოეული ადამიანი. ძნელი მოსაძებნი იყო ერთი ჭურჭელი, რომელშიც ჩასხმებოდა დაუტევნელი და ეს დაიტია ღვთისმშობელმა დედამ. თვითონ აჭმევდა, ასმევდა ღვთისმშობელი იესოს და მისი ძე იყო სამყაროს მხსნელი და ჯოჯოხეთის დამთრგუნველი.
როდესაც ჩვენ შობის მარხვაში ვდგებით, ვართ იმ მოლოდინში, რასაც ჩვენი მხსნელის მოვლენა ჰქვია დედამიწაზე. ამ მოლოდინით დაწესებული 40-დღიანი მარხვით თითოეულ მართლმადიდებელში ხდება განწმენდა. სიტყვა მარხვა არის ლაგამი თითოეული ადამიანისა. მარხვაში ადამიანი იწმინდება ხორციელი და სხვადასხვა მძიმე ცოდვებისგან. მარხვის დროს უნდა იგრძნობოდეს თითოეულ ადამიანში თავმდაბლობა, სინანული იმ ცოდვების მიმართ, რაც თითოეულ მართლმადიდებელს გააჩნია. სწორედ დაცულ მარხვაზე უფალი ნამდვილად გვირგვინს ადგამს თითოეულ მორწმუნეს. მოდის შობის დღესასწაული, ეზიარება მრევლი და ღებულობს სულიერ განწმენდას და უფლის სისხლსა და ხორცს, რომელი საიდუმლოც აღესრულება ზიარების დროს. უფალმა დალოცოს ყველა მართლმადიდებელი და ინებოს უფალმა, რომ იესო ქრისტე შობილიყოს ჩვენს გულებში და გვედიდებინოს.
ოჯახის წევრები, დედმამიშვილები თუ არიან მორწმუნენი?
_ ვარ წარმოშობით ლეჩხუმელი. სამი წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. დავრჩით მე და დედა, დედისერთა ვარ. დედამ მასწავლა ადამიანის და უფლის სიყვარული. იგი პედაგოგია, 35-წლიანი სტაჟი აქვს, დღესაც მUუშაობს, ნელი ცერცვაძეა დედაჩემი, ძალიან მიყვარს და ვაფასებ მას.
როგორი ახალი წელი გაატარეთ მამა იოანე ოთხ ლამაზ პატარა შვილთან, სად ბრძანდებოდით?
_ უფროსი შვილი 10 წლისაა _ თეოდორა, 4 წლის გიორგი, წლის და ოთხი თვის თეკლა და სულ პატარა დავითი _ ერთი თვის.
ახალი წელი ჩემთვის განსხვავებული იყო. ახალ წელს ბორჯოMში შევხვდი. ახალ წელს, როგორც ყოველთვის, მორწმუნე ადამიანი იმყოფება შობის მარხვაში და განსაკუთრებული არაფერი ხდება. ჩემი ოჯახით ძალიან კარგად, ბედნიერად, ნაძვის ხის გარშემო, ოთხი პატარა ბავშვით, შევხვდით ახალ წელს. მეორე დღეს სადღესასწაულო წირვა მქონდა და რაც მნიშვნელოვანია, კალენდარული ახალი წლის პირველ დღეს მთელი ჩემი ოჯახი ეზიარა. ჩემი ბავშვები შეძლებისდაგვარად მარხულობენ და ჩვენც ვმარხულობთ.
რას ეტყოდით ბორჯომელ მოსახლეობას, მრევლს?
_ ბორჯომელი მოსახლეობა, ასევე მრევლი უბედნიერესნი არიან იმ მხრივ, რომ მათ ჰყავთ მიტროპოლიტი სერაფიმე. მეუფემ მოსვლისთანავე მოიზიდა მრევლი და თავისი ლოცვით ააშენა მრავალი ტაძარი და მოამრავლა ახალგაზრდა სასულიერო პირები. ღვთის მადლითა და შეწევნით მე მეუფე სერაფიმეს გვერდით, ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში გამამწესა უფალმა და ამ მხრივ თავს ბედნიერად ვთვლი.
სულიერ მამებს მტკიცედ ამოურჩევიათ გზა ხსნისა და უყოყმანოდ მიჰყვებიან ამ ეკლიანსა და მძიმე გზას, მაგრამ ბედნიერნი არიან ამით. ღვთის მადიდებელნი, განწმენდილნი და მლოცველნი მრევლსაც ამ სიკეთისკენ მოუწოდებენ.
მაშ, ჩვენც ავასრულოთ ღმერთის ნება, ღმერთის მცნება, ვილოცოთ, მივდიოთ მათ და გვახსოვდეს წმინდანთა ნათქვამი: ,,ადამიანი საკუთარ ცოდვებსა და ნაკლოვანებებს ისე რომ ხედავდეს, როგორც სხვებისას, მოყვასს არ განიკითხავდა~.
ირინა კუჭუხიძე
12.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
It's good to see someone thiiknng it through. |
| : |
That insight's preefct for what I need. Thanks! |
| : |
20 |
| : |
20 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ახალციხე
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 23 °C
|
+ 24 °C
|
|
ღამით |
+ 5 °C
|
+ 6 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|