 |
 |
 |
 |
 |
|
ვიმედოვნებ, ბიზნესი ჩვენშიც განვითარდება |
თანამედროვე ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული საქმიანობაა. პიროვნებას თუ ცოტა ფული მაინც აქვს, ცდილობს წამოიწყოს მისთვის ხელსაყრელი და მომგებიანი საქმე.
ჩვენს ქალაქშიც არიან მეტნაკლებად წარმატებული თუ წარუმატებელი ბიზნესმენები და მეწარმეები. ბევრი გაკოტრდა და ვალებში ჩაეფლო, ბევრმა ალღო ვერ აუღო ახალი ცხოვრების მოთხოვნებს, პესიმიზმში ჩავარდნენ და, საერთოდ, გაეცალნენ მშობლიურ ქალაქს.
ზოგიერთს დღესაც არ ასვენებს იდეები და უნდა ისევ წამოიწყოს რაიმე ღირებული საქმიანობა. ეს რამდენად რეალური და წარმატებული იქნება, არავინ იცის.
ისეთ პატარა და ღარიბ ქალაქში, როგორიც ბორჯომია, ბიზნესის წარმოება მეტად ძნელია.
რა უშლის ხელს პიროვნებას, დაიწყოს ბიზნესი, რატომ დაიხურა მცირე მეწარმეთა, საწარმოთა კარებები, ამის შესახებ ვესაუბრეთ საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს ბორჯომში, წარმატებულ მეწარმედ აღიარებულ პიროვნებას ბატონ ვალერი გოგოლაძეს.
ბატონო ვალერი, რატომ ჭირს ჩვენთან ბიზნესის წარმოება და რატომ უჭირს ახალგაზრდობას ბიზნესის დაწყება?
_ ეს ძალიან პრობლემური თემაა, აღიარებული ჭეშმარიტებაა, თუ საზოგადოებაში ფული არაა, ძნელია ბიზნესის განვითარება. ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი საქმიანობაა, მაგალითად, ვაწარმოო სამშენებლო ბლოკი, მაგრამ მას უპირველესად მყიდველი ესაჭიროება, ამ პროდუქციის მოთხოვნილება უნდა იყოს.
თუმცა არიან სხვა საამქროები, რომლებიც ჩემთან შედარებით დაბალხარისხიან ბლოკს აწარმოებენ, ფასიც შესაბამისად დაბალია, მომხმარებელი მას უფრო ყიდულობს, მე კი, ფაქტიურად, გაჩერება მიწევს.
მქონდა ბენზინგასამართი სადგური, მაგრამ ბენზინკომპანიები საწვავს ისე ძვირად მაძლევდნენ, რომ მე ხარჯებშიც ვერ ვეტეოდი, ამიტომ ვერ ვმუშაობ.
თუ ამოქმედდება ანტიმონოპოლიური სამსახურის კანონი, მაშინ ყველას ექნება მუშაობის საშუალება ან სახელმწიფომ თვითონ შემოიტანოს ნედლეული და ჩემნაირ წვრილ ობიექტებს მისცეს მუშაობის საშუალება. ჩემნაირმა წვრილმა ობიექტებმა რომ იმუშაონ, ხალხიც დასაქმდება. ახლა ისინი დავითხოვე და ამით რამდენიმე ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე.
ძირითადად ბორჯომი იყო ტურისტული ზონა. მესხეთ-ჯავახეთის მრეწველობის 80% პროცენტი მოდიოდა ბორჯომზე. დღეს მრეწველობა გაპარტახებულია, დარჩა მხოლოდ ჩამომსხმელი ქარხანები. გაუქმდა შუშის ქარხანა, წისქვილკომბინატი, ახალდაბის საავეჯო ფაბრიკა, ადგილმრეწვი, ანდეზიტის საწარმო, რძისა და ყველის წარმოება, ხორცკომბინატი და სხვა.
ახალდაბის საავეჯო ფაბრიკაში მუშაობდა 600 კაცი, შუშის ქარხანაში _ 500, საკურორტო დაწესებულებებში 7500 ადამიანი და ახლა არცერთი ეს ობიექტი აღარ ფუნქციონირებს და ხალხიც უმუშევარი დარჩა. არადა ჩვენი ხეობის მოსახლეობა ძირითადად კურორტით არსებობდა.
ახალგაზრდას რომ ბიზნესის დაწყება უნდოდეს, რას ურჩევდით, როგორ დაიწყოს და ღირს თუ არა რამის დაწყება?
_ ძალიან ძნელია რამე ურჩიო. ჯერჯერობით კურორტი ნელა ვითარდება. დავუშვათ, დაიწყო რაიმე წვრილი მანუფაქტურების წარმოება, მაგალითად, სუვენირები აწარმოაა, ვის უნდა მიყიდოს, ვინაა მყიდველი?
ბორჯომში ძირითადად განვითარებულია ვაჭრობა. დღეს იმდენი მაღაზიებია, რომ ვუკვირდები, ისინი უკვე ერთმანეთში ვაჭრობენ. პურის საცხობების არ იყოს, ერთმა გააკეთა, მეორემაც მიბაძა და იგივე გააკეთა. ასეთ შემთხვევაში ისინი უკვე ერთმანეთს ხელს უშAლიან მუშაობაში და მოსალოდნელია მათი გაკოტრება, რადგან ვერ აიტანს კონკურენციას. მცირე მოცულობით გამოშვებული პროდუქცია იმ მოგებას ვერ მოგცემს, რომ უზრუნველყო თანამშრომლები ხელფასებით. ანალოგიური სიტუაციაა სხვა წვრილ საწარმოებშიც.
ვაპირებდი კერამიკული სუვენირების წარმოებას, ვგეგმავდი წყლის ჭიქების გამOოშვებას ბორჯომის ლოგოთი. გადავიანგარიშე, უდიდესი თანხაა საჭირო ყველაფრისთვის (ყალიბები, გამოსაწვავი ღუმელი, ტექნოლოგიის დასამუშავებელი დანადგარი და სხვა). გადავიფიქრე, ამჯერად ეს წამოწყება ჩემთვის ზარალიანი იქნება. იდეები ბევრი მაქვს, მაგრამ, ვფიქრობ, ისეთი რამ გავაკეთო, რომ მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური შედეგი მივიღო.
ერთი პერიოდი სოკოც მომყავდა, მაგრამ პროდუქციას რეალიზება ვერ გავუკეთე, აქ მისი ბაზარი არაა, ამიტომ პრობლემა შემექმნა მის წარმოებაზე. სოკოს დარბაზი გავაკეთე, მინდოდა სოკოს რესტორნის გახსნა, მაგრამ სოკოს ტექნოლოგიური დამუშავება არცთუ ადვილია, ხალხი არ უნდა დაწამლო, მაგრამ ამ საქმიანობით ვერავინ დავაინტერესე, თუმცა მარხვის პერიოდში კარგი იქნებოდა ხალხს ხორცის მაგივრად სოკოს კერძები დაეგემოვნებინა.
კერძოდ, მე ძალიან ბევრი ობიექტი მქონდა: სოკოს დარბაზი, სასადილო, ბენზინგასამართი სადგური, ბლოკის, ხის, რკინის დასამუშავებელი საამქროები, სამკერვალო, დღეს კი აღარაფერი არ მაქვს. ყველაფერი დაკეტილია. ვყიდი და არავინ ყიდულობს.
ძალიან მეცოდებიან მცირე სასტუმროები. ზამთარში წაიმუშავებენ ორ კვირას, ზაფხულში ერთ თვეს და ელოდებიან ახალ ნაკადს. ახალი ნაკადი კი საიდანაც მოდიოდა, ყველამ კარგად იცის. წელს ბევრი იყო აზერბაიჯანელი, სომეხი, ყაზახი, უცხოელი ტურისტი, ეს მაინც არ ყოფნის კურორტის შევსებას. ოცი-ოცდათი წლის წინათ ბორჯომში ერთდროულად 5 ათასი დამსვენებელი ისვენებდა. 5 ათასს ნორმით ეკუთვნის ერთნახევარი მომსახურე პერსონალი ანუ იმ დამსვენებლებს 7500 მომსახურე პერსონალი ემსახურებოდა. ქალაქში რომ საკმაო მომსახურე პერსონალი არ გვყავდა, ისინი მეზობელი რაიონებიდან ჩამოყავდათ (აწყური, ქვიშხეთი, ხაშური), სამრეწველო ორგანიზაციებიც იქიდან იყო დაკომპლექტებული. ახლა სიტუაცია რომ შეიცვალა, გვიჭირს გადაწყობა, ხალხი კი ამას ვერ გადააწყობს. კარგია ის, რომ ინვესტიციებს დებენ ჩვენთან, ვნახოთ, რას მოგვიტანს, ვის დაასაქმებენ, მაგრამ ერთი ტენდენციაა, რომ ვინც ჩამოდის, თავისი ხალხი ჩამოყავს (ადმინისტრატორი, დირექტორი, ბუღალტერი), აქაურები მხოლოდ მომსახურე პერსონალად ესაჭიროებათ. თავმოყვარე ადამიანი ასეთ შავ საქმეს არ გააკეთებს.
ანუ გამოსავალი რა არის?
_ უნდა განვითარდეს ტურიზმი, რომ შეიქმნას რაღაცის კეთების პირობები. მეწარმეს დახმარებაც ესაჭიროება და ხელშეწყობაც, რაც ამ ეტაპზე არსაიდან არ იგრძნობა. სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს ანტიმონოპოლიური კანონი, თუ გვინდა წვრილი და საშუალო ბიზნესი განვითარდეს.
ანტიმონოპოლიური სამსახური ხომ არსებობდა, ე.ი. იყო საჭირო...
_ კი, საჭიროა და მერე როგორ, არსებობდა და გაუქმდა. იმედი მაქვს, პრეზიდენტი გადმოგვხედავს წვრილ მეწარმეებს მოწყალების თვალით.
იმედი მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება, მერე ვეცდები ჩემი ობიექტები გადავაკეთო ან კვების ობიექტად ან სხვა რამედ, ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული, ამჯერად ოფიციალურად ვმუშაობ ერთ-ერთ სამშენებლო ორგანიზაციაში ინჟინრად და ამ ეტაპზე კონკრეტული საქმიანობით ვარ დაკავებული. თან არ ვწყვეტ ფიქრს, თუ რა შეიძლება გავაკეთო, ამას ჩემი გამოცდილება მკარნახობს.
მწამს, მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვლება.
მარი ზაქაშვილი
12.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
At last, seomone comes up with the "right" answer! |
| : |
20 |
| : |
20 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ახალციხე
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 23 °C
|
+ 24 °C
|
|
ღამით |
+ 5 °C
|
+ 6 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|