 |
 |
 |
 |
 |
|
სასტუმროს მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს |
ამ ბოლო პერიოდში მშენებარე შენობებიადან ჩვენს ყურადღებას იპყრობს ქალაქის ცენტრში, ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე სამუშაოები. ჩვენ მშენებლობის დასაწყისში ვესტუმრეთ და გავარკვიეთ, თუ ვინ ასრულებდა სამუშაოებს.
ამჟამად ადგილზე მისულებმა, უკვე გამოკვეთილად დავინახეთ, თუ როგორი იქნება სასტუმროს ნომრები.
შეგახსენებთ, რომ მომავალი სასტუმროს სამუშაოებს, რომელიც იქნება ევროპული დონის, ასრულებს სამშენებლო ფირმა შპს ,,ქროსვეისი~, სამუშაოთა მწარმოებელია ერასტი ლანჩავა. სამუშაოები სექტემბერში დაიწყო შიდა დემონტაჟით, ამჯერად კი უკვე ჩანს, თუ როგორი იქნება სასტუმროს ნომრები. ყველა სართულზე 10 პატარა და 4 დიდი ნომერი იქნება, თავისი სველი წერტილებით, ამოშენდა ტიხრები, ნაწილი თაბაშირმუყაოთი, ნაწილი კი აგურით. სავენტილაციო ბლოკის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ლიფტები შეიცვლება ფორმითაც და მიდგომის მხრივაც. შიდა უკანა კიბის უჯრედში იქნება დიდი სატვირთო ლიფტიც და კიბეც ფორმას შეიცვლის.
როგორც გვითხრეს, დღიური მუშები, ბორჯომელები არიან, ხოლო პროფესიონალი ხელოსნები ფირმამ ჩამოიყვანა.
სამუშაოები ჩქარი ტემპით მიმდინარეობს და როგორც სამUუშაოთა მწარმოებელმა ერასტი ლანჩავამ გვითხრა, ზაფხულისთვის უნდა მოესწროს, რადგან ფაქტიურად კედლები თითქმის შეღებვამდეა მისული, ოთახები უკვე გამოკვეთილია, იატაკის დაგებასაც არაფერი შეუშლის ხელს, საშენი მასალა და მუშახელი საკმარისია საქმის ბოლომდე მიყვანისთვის. შენობის ფასადი არ შეიცვლება, ის უნდა დარჩეს ისეთი ფორმის, როგორიც იყო, უბრალოდ, გასუფთავდება და გაიწმინდება.
მარი ზაქაშვილი
20.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
That's rellay shrewd! Good to see the logic set out so well. |
| : |
Extmreely helpful article, please write more. |
| : |
That's an ingenious way of thninikg about it. |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ახალციხე
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 23 °C
|
+ 24 °C
|
|
ღამით |
+ 5 °C
|
+ 6 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|