 |
 |
 |
 |
 |
|
19 იანვარი _ ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი |
19 იანვარს ქრისტიანული სამყარო ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ეკლესია-მონასტრებში იკურთხება წყალი, რომელიც ყველა ქრისტიანს შინ მიაქვს და უფრთხილდება, როგორც უდიდეს სიწმინდეს. რატომ არის ნათლისღების დღესასწაული გამორჩეული ყველა ქრისტიანისთვის და როგორ ხვდება ამ დღეს ბორჯომელი მრევლი, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მამა ბასილი(შაყულაშვილი).
_ მამაო, გვიამბეთ ნათლისღების დღესასწაულის მნიშვნელობაზე.
_ ნათლისღების დღესასწაული სამგვარად იწოდება: ნათლისღება, წყალკურთხევა და ღვთის განცხადება. სამივე ერთი და იგივეს ნიშნავს. 19 იანვარს ძე ღვთისა ჩავიდა წყალში, სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და დაადგა მას ზედა, სულიწმინდა განცხადდა და ამ დროს იყო მამა ღმერთის ხმა: ,,ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთო~, მოუწოდა მთელ კაცობრიობას.
19 იანვარს სულიწმინდა გადმოდის და მსოფლიო წყლები იკურთხება. იესომ სიმდაბლით ნათელ იღო იოანესაგან. როგორც წერილი გვამცნობს, ამ დროს იოანე ნათლისმცემელმა უთხრა: მე მიხმს შენგან ნათლობაო, მე მჭირდებაო და თვითონაც განიწმინდა მასთან შეხებით, მაგრამ უფალმა უთხრა, ,,აღვასრულოთ, როგორც სჯულში და წინასწარმეტყველების მიერ არის დაწერილიო~ და ამით მოგვიწოდა ყველას, რომ ჩვენც ნათელვიყოთ.
მარკოზის სახარებაში უფალი ამბობს: ,,რომელმან ნათელ იღოს სახელითა მამისათა და ძისათა და სულითა წმიდისათა ცხონდეს, რომელმან არა აიღოს ნათელ, დაისაჯოს~. სხვაგან კიდევ ამბობს უფალი: ,,ვინც არ იშვება წყლითა და სულიწმიდით, ვერ იხილავს ცათა სასუფეველს. წყალში ნათელ უნდა იღო და მირონიც უნდა იცხო, რადგანაც მირონცხებით სული წმინდის ბეჭედი დაესმება ადამიანს და ის იხილავს ცათა სასუფეველს~. ასევე ამბობს უფალი, რომ ,,უკეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა და სვათ სისხლი მისი არა გაქვნდეს სიცოცხლე თავთა შორის თვისთა~. ე.ი. ზიარებას თუ არ მიიღებ, ვერ იხილავ ცათა სასუფეველს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ნათლობა, ზიარება, ჯვრისწერა და წესის აგება გარდაცვალების შემდეგ.
_ იოანე ოქროპირი ამბობს: ნათლისღების დღეს ნაკურთხი წყალი მრავალი წლის განმავლობაში უხრწნელია, ახალია, სუფთა და სასიამოვნო, თითქოსდა იმ წუთში აიღეს წყაროდან. მართლაცდა რაში მდგომარეობს ნაკურთხი წყლის უხრწნელობის საიდუმლო?
_ ნაკურთხი წყლის უხრწნელობას მეცნიერული თვალსაზრისით ვერ განვმარტავთ. ადრე არსებობდა ამასთან დაკავშირებით მცდარი შეხედულება, რომ როდესაც მღვდელი ვერცხლის ჯვარს გაავლებდა წყალში, ჯვარს ჰქონდა თვისება, რომელიც წყალში არსებულ ბაქტერიებს ხოცავდა, რაც ტყუილია. 14 აგვისტოს სრულდება მცირე აიაზმის კურთხევა და ამ დროს პაპანაქება სიცხეშიც კი წყალი არ ფუჭდება, ხოლო 19 იანვარს _ ნათლისღებას თავად უფალი აკურთხებს, სულიწმინდის მადლი გადმოდის დედამიწაზე და მსოფლიოს ყველა წყალზე.
_ რატომ მოგვეტევება ნათლობის შემდეგ, როგორც პირველქმნილი ისე მანამდე ჩადენილი პირადი ცოდვები?
_ ვიცით, რომ პირველად ადამმა და ევამ სცოდეს. როდესაც ევამ დაარღვია მარხვა, აკრძალული ნაყოფი შეჭამა, ადამიც შეცდომაში შეიყვანა და მასაც გაასინჯა ნაყოფი, რის გამოც ორივე უფალმა სამოთხიდან განდევნა. ამიტომაც მოდის ეს ცოდვა ჩვენამდე და ნათლისღებით იწმინდება ადამიანი როგორც ხორციელად, ასევე სულიერადაც.
დავით წინასწარმეტყველი ამბობს, ,,რამეთუ ცოდვასა შინა მშვა მე დედამან ჩემმან~, ე.ი. უკვე შობიდანვე არის ბავშვი ცოდვილი, მაგრამ ნათლისღებით განსპეტაკდება და განიწმინდება, ახალ ცხოვრებას იწყებს, ხელმეორედ იშვება.
_ 18 იანვარს, გვიან ღამით, მღვდელმსახურები, მონათლული თუ მოუნათლავი ადამიანები წყალში ჩადიან. უკვე წლებია რაც ნათლისღების დღესასწაულზე საყოველთაო ნათლობის ტრადიციაც აღდგა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყოველივე მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის?
_ ყოველ წელს მდინარე იორდანეში ხდება მორწმუნეების ჩასვლა და, ფაქტიურად, მეორდება ის, რაც უფალმა დაგვიწესა, 19 იანვარს წყალში ჩავიდა და ნათელ იღო. ასევე გვესაჭიროება ჩვენც, როგორც ყოველდღიური, ასევე ყოველწუთიერი ცოდვებისაგან განწმენდა, ამიტომაც ჩავდივართ ყოველწლიურად წყალში, თანაც ამ დღეს წყალი საკურნებელ თვისებებს იძენს. ბევრი ადამიანი მოსულა და უთქვამს, განვიკურნეო. მისი მაკურნებელი ძალა ჩემს თავზეც გამომიცდია. ჩასვლა არ შეიძლებოდა, ცივი წყლით პირის დაბანასაც კი ვერიდებოდი, მაგრამ როდესაც რწმენით ჩადიხარ და მით უმეტეს ამ დღეს, პირიქით, იკურნები ადამიანი.
_ მამაო, როგორ ხვდება ნათლისღების დღესასწაულს ბორჯომელი მრევლი?
_ მიტროპოლიტ სერაფიმეს მიერ დაწესებული ტრადიცია უკვე წლებია არსებობს, ყველა ეროვნების ადამიანი, დიდი თუ პატარა, ზოგჯერ ხდება ისეც, რომ არამართლმადიდებლებიც სიხარულით ჩადიან წყალში, იქიდან კი გახარებულები ამოდიან. ყველა იმ შეგრძნებითა და რწმენითაა, რომ წყალს მაკურნებელი თვისება აქვს, მიიღეს უდიდესი მადლი და ცოდვათა მიტევება განბანვითა და განწმენდით.
ყველას ვულოცავ ნათლისღების დღეს!
ნატო მელიქიძე
20.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
Well done article that. I'll make sure to use it wsiely. |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ახალციხე
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 23 °C
|
+ 24 °C
|
|
ღამით |
+ 5 °C
|
+ 6 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|