მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ძეგლების გადაადგილებას მუსიკალური ფესტივალების ჩატარება სჯობია
გაზეთ ,,ბორჯომის 2011 წლის 8 დეკემბრის (#48) ნომერში გამოქვეყნდა წერილი სათაურით: ,,ძეგლებმა ფეხი აიდგეს?!~, რომელშიც ხაზგასმით იყო მითითებული, რომ უკანასკნელ ხანს გახშირდა ცნობილი ძეგლების ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანის შემთხვევები. ავტორი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ შესაძლოა ბორჯომში არსებული ძეგლებიც სხვაგან გადაიტანონ.
ამასთან დაკავშირებით, მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა. სამწუხაროდ, ეროვნული მოძრაობის ლიდერებს და საზოგადოებაში მიღებულ ავტორიტეტულ პიროვნებებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ აქვთ უდიდესი ინტელექტი და სამეცნიერო განათლება, ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ ,,ნოკტიურნს~, ,,ნატიურმორტს~ ან ,,ნოკაუტს~, იმდენად პრიმიტიული წარმოდგენა აქვთ ბორჯომში დასასვენებლად ჩამოსულ უდიდეს ხელოვან ადამიანებზე.
ჩვენს ქალაქში ისვენებდა ცნობილი მსახიობი ვიაჩესლავ ტიხონოვი, რომელმაც თქვა: ,,რომ არ ყოფილიყო ხელოვნება, ადამიანები მოწყენილობით დაიხოცებოდნენო~. მართლაც, განა ღირს ამქვეყანაზე ცხოვრება ხელოვნებისა და ესთეტიკის გარეშე?!
შეიძლება ბევრმა არ იცის შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ძეგლის დადგმის ისტორია, რაშიც ბორჯომში კარგად ცნობილ პიროვნებას, აწ გარდაცვლილ ბატონ კუკური კალმახელიძეს ლომის წილი უძევს. იმ ხანად ხელისუფლების წარმომადგენლები ძეგლის დადგმას ეწინააღმდეგებოდნენ, თავს იმართლებდნენ _ ფალიაშვილს ბორჯომMში არაფერი დაუწერიაო, მაგრამ დაავიწყდათ ,,დაისის~ და ,,აბესალომ და ეთერის~ ავტორის წაღვერსა და ბორჯომში მუშაობის ისტორია.
რაც შეეხება პეტრე ჩაიკოვსკის, მან ბორჯომში დასვენების პერიოდში შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოებები დაწერა, როდესაც ,,იავნანა~ მოისმინა. ამასთან, ჩაიკოვსკის მიერ ნათქვამი სიტყვები უნიკალური ბუნების შესახებ მსოფლიოშია ცნობილი. რაც შეეხება მის ორიენტაციას, ამის გამო მსოფლიოს კულტურულ საზოგადოებას უარი სულაც არ უთქვამს მისი შესანიშნავი მუსიკის მოსმენისთვის.
ამ დიდი ხელოვანი ადამიანების ძეგლები, რა თქმა უნდა, ჩვენს ქალაქში უნდა იდგეს და კიდეც ვუფრთხილდებოდეთ, რადგან ისინი ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენენ ჩვენი ქალაქისთვის.
ჩემთვის, როგორც რიგითი ბორჯომელისთვის, უფრო მტკივნეულ თემას ის წარმოადგენს, რომ უკანასკნელ წლებში აღარ ტარდება ის ცნობილი მუსიკალური ფესტივალები, რომლებიც ამ ორ დიდებულ კომპოზიტორთან ასოცირდებოდა და ბორჯომის უფრო დიდი სახელის მოხვეჭასთან იყო დაკავშირებული.
იქნებ მომავალში მუსიკალური ფესტივალების ჩატარებაზე გვეფიქრა და არა ძეგლებისთვის ადგილების შეცვლაზე.

ომარ ყავრელიშვილი,ბორჯომის მკვიდრი.
20.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 24 °C
ღამით + 5 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.