 |
 |
 |
 |
 |
|
ბორჯომელები უკრაინელ მეგობართა მოლოდინში |
ცნობილია, რომ ბორჯომს უკრაინის ქალაქ პოლტავასთან მეგობრული კავშირი აქვს დამყარებული. ჯერ კიდევ შარშან მოეწერა ხელი მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. ამის შემდეგ ორივე ქალაქმა გაცვალა დელეგაციები.
უკრაინელ მეგობრებთან ხელშეკრულების მოწერის შემდეგ, ბორჯომში რამდენიმე ჯგუფი იყო ჩამოსული, რომლებიც დაინტერესდნენ ბორჯომ-ბაკურიანის რეგიონის ტურისტული პოტენციალით.
13-17 იანვარს კი პოლტავის ადმინისტრაციის მიწვევით ბორჯომის რაიონული საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ბესიკ ქურდაძე და ბაკურიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, დეპუტატი ლევან შავკანი, ბაკურიანის სასტუმროს მეპატრონე დიმიტრი გოგოლაძე სამუშაო ვიზიტით უკრაინელთა მიწვევით პოლტავაში იმყოფებოდნენ, სადაც ბორჯომ-ბაკურიანის საკურორტო რეგიონის პრეზენტაცია მოეწყო.
როგორც ბატონმა ბესიკ ქურდაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა:
_ პოლტავის ადმინისტრაციამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მიწვეულები იყვნენ კიევისა და პოლტავის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები. ჩვენი ვიზიტი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, პრესკონფერენციას მრავალი ადამიანი დაესწრო და უამრავ შეკითხვებს გავეცით პასუხი, რომლებიც ეხებოდა ბორჯომ-ბაკურიანს, ამ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.
თებერვლის ბოლოს პოლტავის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ბორჯომს ესტუმრებიან და საკუთარი თვალით ნახავენ ბორჯომსა და ბაკურიანს, ადგილზე გაეცნობიან ჩვენს ინფრასტრუქტურას, ბუნებრივ და კლიმატურ პირობებს, ისტორიულ ადგილებს, გვინდა საკურორტო სეზონზე უკრაინელ მეგობრებს შევთავაზოთ ბორჯომ-ბაკურიანში დასვენება.
ჩვენი ვიზიტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
მეგობრული თანამშრომლობა დიდ პერსპექტივას უქმნის ბორჯომ-ბაკურიანს ტურიზმის მექად გადასაქცევად.
ირინა კუჭუხიძე
26.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ახალციხე
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 23 °C
|
+ 24 °C
|
|
ღამით |
+ 5 °C
|
+ 6 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|