მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
ტრამპლინებზე კვლავ სიცოცხლე სჩქეფს
29 იანვარს საქართველოს პირველობის მონაწილეებმა ბაკურიანის 40-მეტრიან ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში თავიანთი შესაძლებლობანი გამოავლინეს. ასპარეზობა ორ ასაკობრივ ჯგუფად გაიმართა.
უფროს ასაკში, როგორც მოსალოდნელი იყო, 25 წლის ლევან კოზანაშვილმა გაიმარჯვა. მან ორი ნახტომის ჯამში 278,2 ქულა დააგროვა. ამ დღის ყველაზე გრძელი ნახტომი - 56,5მ სწორედ ლევანს ჰქონდა. მეორე საპრიზო ადგილი 19 წლის
დავით მინასიანმა მოიპოვა - 268,6 ქულა. მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა ბაკურიანის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე არტურ სარქისიანი - 226,5 ქულა.
უმცროს ასაკში პირველობა არავის დაუთმო ბაკურიანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ გიორგი შუბითიძემ - 242,7 ქულა. მეორე ადგილი წილად ხვდა ამავე სკოლის VII კლასის მოსწავლეს ვანო ბასილაშვილს - 208,9 ქულა. მესამე ადგილზე კი მეექვსეკლასელი ვაჟა კოზანაშვილი გავიდა - 146,8 ქულა, რომელსაც საქართველოს პირველობაზე დაწესებულ თასებთან და მედლებთან ერთად, შეჯიბრების ყველაზე პატარა მონაწილის სპეციალური ჯილდოც გადაეცა.
ამ დღეს წამახალისებელი ფულადი ჯილდოები მიიღეს სერგო ჯიკაევმა (X კლასის მოსწავლე) და გურამ კურტანიძემ (IX კლასი).
გიორგი შუბითიძე: - ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვე და გავხდი ქვეყნის პირველობის გამარჯვებული, ეს ცხადია, მავალებს, მომავალში რომ ბევრი ვივარჯიშო.
P.s. იმავე დღეს ჩამოყალიბდა საქართველოს ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომისა და სათხილამურო ორჭიდის ფედერაცია.
ფედერაციის პრეზიდენტად არჩეულია გურამ გოგოლაძე. ვიცე-პრეზიდენტად _ ნიკოლოზ შატბერაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობის საკითხების ხელმძღვანელად არჩეულია კახაბერ წაქაძე.
 
 
სოფიკო ხეთაგაშვილი
06.02.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: No complaints on this end, slimpy a good piece.
: Well macaamdia nuts, how about that.
ukan
amindis prognozi
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 24 °C
ღამით + 5 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.