მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე _ ბორჯომში
26 იანვარს ბორჯომში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით ბაქრაძე, რომელმაც დაათვალიერა ახალი წყალსადენის მშენებარე სადგერის საფილტრი სადგური, სადაც შეხვდა და ესაუბრა რაიონის მოსახლეობის წარმომადგენლებს.
_ სასიხარულოა, რომ ბორჯომსა და ბაკურიანში დამთავრდა ათეული წლების მანძილზე გაჭიანურებული სასმელი წყლის პრობლემა. მიმდინარე წელს დასრულდება რაიონის სოფლებში ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაოები, წელს ოქტომბერში მწყობრში ჩადგება ლიკანის და ბორჯომის სასტუმრო კომპლექსები, სადაც დაახლოებით 1000 ადამიანი დასაქმდება. ქალაქის ინფრასტრუქტურის სრულყოფა აუცილებელია, რათა ბორჯომმა აღიდგინოს დაკარგული ფუნქცია, ის ფუნქცია, რომელიც მას ჰქონდა ამ ოცი წლის წინ, როცა ბორჯომი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს და საუკეთესო კურორტად იყო აღიარებული და ყოფილ საბჭოთა კავშირში უზარმაზარი რეპუტაციით სარგებლობდა.
ბორჯომი ისეთი რაიონია და ისეთი სახელი აქვს, რომ მისი სიკეთით თითოეულმა მცხოვრებმა უნდა ისარგებლოს.
მინდა ისიც გითხრათ, რომ ლიკანის კომპლექსის მშენებლობაში მოვცდით, რაც გამოიწვია მსოფლიო კრიზისმა, ახლა მდგომარეობა გამოსწორდა და სამუშაოები ჩქარი ტემპით მიმდინარეობს.
დიდი მადლობა იმისათვის, რომ მოთმინებით იტანთ გაჭირვებას, ეს კი თქვენს მაღალ შეგნებაზე მიგვანიშნებს. ჩვენ ერთად ავაშენებთ საქართველოს და, კერძოდ, ბორჯომის მომავალს.
ქვეყნის აღმშენებლობას ბევრი ხელისშემშლელი მიზეზი აქვს. კარგად გახსოვთ, როგორი ქვეყანა ჩავიბარეთ, სადაც ყველაფერი ინგრეოდა, ახლა მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება, ეკონომიკა ფეხზე დგება და რაც გვაქვს, მაქსიმალურად ვახმართ ქვეყნის აღმშენებლობას. თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში გადასაწყვეტია წყლის, გაზის, გზის, სკოლის, საავადმყოფოს განახლებისა და მშენებლობის საკითხები.
თუნდაც ბორჯომის წყალსადენის საფილტრი სადგურის მშენებლობა ავიღოთ, იგი 8 მილიონი ლარი ჯდება, ნეტავ შეგვეძლოს უფრო მეტის დახარჯვა, ამიტომ გულწრფელად გეტყვით, სანამ ვიქნებით ხელისუფლებაში მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყნისა და ადამიანების საკეთილდღეოდ, როცა აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად თავაწეული და ამაყი უნდა ჩამოვიდე ბორჯომში და ვთქვა, რომ ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი რამ აშენდა ამ ღვთით კურთხეულ მიწაზე.
ჩვენ უკვე დაგვავიწყდა ამ ათი წლის წინანდელი პრობლემები (უშუქობა, უგაზობა), ახლა სხვა პრობლემები _ საავადმყოფოს, გზის, სკოლის და ა.შ. დგას დღის წესრიგში, მერე სხვა პრობლემები იქნება.
თუ ქვეყანაში წესრიგი არ იქნება, კურორტზე არავინ ჩამოვა, ჩვენ ამ მხრივ წესრიგი დავამყარეთ, ახლა აღმშენებლობის ხანა იწყება და უპირველესად ბორჯომში, ამ ისტორიულ ქალაქში, გვინდა ინფრასტრუქტურის შეცვლა, როცა თქვენს ქალაქში ტურისტი და დამსვენებელი მომრავლდება, თქვენც კარგად იცხოვრებთ და ჩვენი საერთო მიზანიც ესაა, _ განაცხადა ბატონმა დავით ბაქრაძემ.
შემდეგ ბატონმა დავითმა თანმხლებ პირებთან _ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რწმუნებულთან ბატონ ლაშა ჭკადუასთან, მაჟორიტარ დეპუტატთან ბატონ გიორგი ტალახაძესთან, რაიონის ხელმძღვანელებთან, ბატონებთან ბესიკ ქურდაძესთან, არჩილ მიქელაძესთან და სხვებთან ერთად დაათვალიერა მშენებარე გამწმენდი ნაგებობა, რომლის შესახებ განმარტებებს იძლეოდა ,,ნიუ ენერჯის~ გენერალური დირექტორი გიორგი ვაჩნაძე და მშენებლობის უფროსი ნუგზარ წულუკიძე, როგორც ბატონმა გიორგი ვაჩნაძემ განაცხადა, მშენებლობის 85 პროცენტი დამთავრებულია, დარჩენილია ბეტონის სამუშაოები, მთავრდება აუზები, სადაც გაფილტრული წყალი ჩაისხმება და საერთო ქსელის საშუალებით ქალაქს მიეწოდება. ცალკე მოეწყობა ქლორის, კაუსტიკური სოდის შესანახი სათავსები, დამონტაჟებული უნიკალური დანადგარები შვედეთიდანაა შემოტანილი.
ახლა მშენებლები 16-საათიანი გრაფიკით მუშაობენ. სამშენებლო სამუშაოები 15 თებერვალს დამთავრდება, ხოლო ტექნოლოგიური ნაწილი თებერვლის ბოლოს დასრულდება. ფილტრების ფიზიკური, ბიოლოგიური და ქიმიური გამოცდა-დარეგულირება, ალბათ, ერთ თვეს გაგრძელდება.
ასეთივე ტექნოლოგიისაა ბაკურიანის წყალსადენის ნაგებობა, ბაკურიანში 6 ფილტრია დამონტაჟებული, ბორჯომში _ 12.
ამ ნაგებობის დამთავრების შემდეგ, ბორჯომელები წამში 180 ლიტრ სუფთა, კამკამა წყალს მიიღებენ.
იმავე დღეს ბატონი გიორგი ბაქრაძე ბორჯომიდან გაემგზავრა.

ვალერიან ლომიძე
06.02.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 24 °C
ღამით + 5 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.