 |
 |
 |
 |
 |
წრომის ეკლესია
წრომის ეკლესია - მდებარეობს სოფელ წრომში, აგებულია 626-635 წლებში ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით. ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა XI-XII და XVI-XVII სს შორის. 1731 წელს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. 1940
წელს მიწისძვრამ დააზიანა ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი. სარესტავრაციო
სამუშაოები ჩატარდა 1949, 1974, 1975 წლებში. ტაძარს დაადგეს ხის გუმბათი. ტაძრის საკურთხევლის კონქი მომკული იყო მოზაიკით, უმეტესი ნაწილი განადგურებულია.
ჯერ კიდევ IV ს. წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა
მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც აკადემიკოსი გ. ჩუბინიშვილი
აღნიშნავს, VII საუკუნის პირველ ნახევარში ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია
წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი. შემონახულია მოზაიკური მხატვრობის
ფრაგმენტები. მოზაიკის კენჭები დამზადებულია მრავალი ფერის ქვისაგან. ეს
შესანიშნავი ნიმუში ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
|
 |
 |
 |
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
| 2011.04.13
სიძველეთა დარბაზი ღიაა დამთვალიერებლისთვის |
`საქართველოს ნამდვილად აქვს ის განძი, რითიც შეუძლია იამაყოს...~
დაახლოებით ერთი წელია, რაც სამთავისისა და გორის ეპარქიასთან არსებულ `კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში~ სიძველეთა დარბაზია განთავსებული, სადაც თავმოყრილია ქართლის სულიერი ცხოვრებისა და ყოფითი გარემოს ამსახველი ეთნოგრაფიული ნიმუშები, ასევე ეპარქიაში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების მასალები და უძველესი საეკლესიო ნივთები.
გორის  |
|
 |
|
|
 |
|
| 2010.11.03
ერთხელ გორის თეატრი, ისიც ძილში... |
ქართლის ხმა. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ოფისის და გაზეთ ,,ქართლის ხმის" ჟურნალისტის ელექტრონულ ფოსტაზე შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი წერილი მივიდა. ტექსტის ავტორი გორის თეატრის მთავარი რეჟისორი ლაშა ჯოხაძეა. იგი პატრიოტთა ბანაკებში 2008 წლამდე კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი იყო."  |
|
 |
|
| 2010.10.01
`ამ ნაგვით ჩემს პატარა გოგოს დავამთავრებინე სოხუმის უნივერსიტეტი.~ |
უკვე თითქმის ოცი განცხადება დავწერეთ, მაგრამ არავინ გვაქცევს ყურადღებას~
`ხალხის გაზეთის~ რედაქციაში რამდენიმე მოქალაქე მოვიდა, რომლებმაც შემოგვჩივლეს, რომ თითქმის ყოველ საღამოს ნაგავსაყრელიდან მომავალი დამწვარი ნაგვის კვამლი აწუხებდათ და არ გამორიცხავენ, რომ იგი მომწამვლელ-ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს და მათი ჯანმრთელობისთვის მავნებელია. `ხალხის გაზეთის~ ჟურნალისტები სიტუაციის გასარკვევად ცენტრალური ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მივედით...
დაახლოებით თოთხმეტი ადამიანი ვნახეთ, რომლებიც ნაგავში იქექებოდნენ და როგორც თვითონ თქვეს ნაგავსაყრელი მათი არსებობის ერთადერთი საშუალებაა. გავიცანით ნაგავსაყრელის `მაყურებელი..  |
|
 |
|
| 2010.10.01
მე მეშინია….. |
`მე მეშინია თქვენთან რომ ვსაუბრობ. დარწმუნებული არ ვარ რომ ხვალ ვიღაც არ მომადგება და ამის გამო პრობლემები არ შემექმნება.~
`მეშინია ამ საუბრის შემდეგ ომში გადარჩენილი სახლიც არ ამიფეთქონ. შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ ეს მართლა ასეა.~
`მე ვაპირებ, რომ გამგებელს ვუჩივლო სასამართლოში,~
აგვისტოს დასაწყისში ..  |
|
 |
|
| 2010.10.01
ბერბუკში გერის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი აშენდა |
ლოცვა, რომელიც აქ აღევლინება, დაგვაკავშირებს ჩვენს ძირძველ მიწა-წყალთან...~
25 აგვისტოს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გორის რაიონის სოფელ ბერბუკის დევნილთა კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე ახლადაშენებული გერის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო აკურთხა. კურთხევის რიტუალს სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობა დაესწრო.
`დევნილი მოსახლეობის თხოვნით, მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, მამა იუბინალის დახმარებით კოტეჯების სიახლოვეს ავაშენეთ გერის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო. მის კედლებში მე-10 საუკუნით დათარიღებული ქვა არის ჩატანებული. მშენებლობა მიმდინარეობდა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას. ცხინვალის რეგიონის...  |
|
 |
|
|
 |
|
| 2010.10.01
სოფელში არც არაფერი კეთდება, ჩვენთვის ვის სცალია?!~ |
ატენის თემში შემავალი ექვსი სოფლიდან `ხალხის გაზეთმა~ 2010 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების დათვალიერება ორ სოფელში _ ატენსა და წედისში გადაწყვიტა.
მოსაუბრეები ტრანსპორტშივე გამოგვიჩნდა. როდესაც შეიტყვეს, რომ ჟურნალისტები ატენის თემში მივემგზავრებოდით, `აქვე გეტყვით ყველაფერსო,~ _ გვითხრეს და `რწმუნებულიც რომ აღარ გვყავს, ახლა ნამდვილად ავშენდებითო..  |
|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
გორი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 26 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|