ორი დღის წინ შიდა ქართლელმა ძიუდოისტებმა გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში რეგიონის პირველობა გამართეს. ამ შეჯიბრებაზე გორელმა, ქარელელმა, კასპელმა და ხაშურელმა ფალავნებმა იასპარეზეს და შეარჩიეს გუნდი, რომელიც 5-6 დეკემბერს ქუთაისში გასამართი საქართველოს ჩემპიონატზე მათი რეგიონის სახელს დაიცავს. თითოეულ წონით კატეგორიაში გამოვლინდა საუკეთესო ოთხეულები, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ:
60 კგ - პაატა მერებაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, გოჩა ვარძელაშვილი;
66 კგ - გიორგი ტაბატაძე, გიორგი პაპუნაშვილი, სოსო ქოქაშვილი, თენგიზ ჭიჭინაძე;
73 კგ - ზვიად ბაზანდარაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, გიორგი დილებაშვილი, ანზორ ხმიადაშვილი;
81 კგ - იოსებ ჩილინდრიშვილი, დავით ჭაბუკაშვილი, ნოდარ კუდუხაშვილი, ამირან იანვარაშვილი;
90 კგ - პაატა ღვინიაშვილი, ჯუმბერ გიგაური, ილია ძამაშვილი, გიორგი ბუჟღულაშვილი;
100 კგ - ამირან მაჭავარიანი, იასონ კარიბოვი, გიორგი ბოლოთაშვილი, ნიდარ მეტრეველი;
+ 100 კგ - სოსო მსხალაძე, ილია მაჭავარიანი, გიორგი კარიბოვი, არჩილ ასტამაძე
ჭიდაობის გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ ქართლელი ძიუდოისტები ქვეყნის ჩემპიონატზე ფავორიტთა შორის მოიაზრებიან და როგორც მწვრთნელები, ისე მათი შეგირდები ქუთაისში მხოლოდ მედლების მოსაპოვებელ ბრძოლას გეგმავენ. საინტერესოა, რომ შერჩეული 28 ფალავანიდან უდიდესი უმრავლესობა (25 სპორტსმენი) გორის ძიუდოს სკოლათა აღზრდილები არიან.
დაჩი ნაპირელი
18.11.2009 |