|
22 ნოემბერს ქარელში ადგილობრივი ფალავანის კოკა როინიშვილის ხსოვნის ტურნირი გაიმართა ძიუდოში. ტურნირი ტრადიციულია და უკვე მეათე წელია რაც ტარდება ქარელის სასპორტო სკოლის შენობაში. შეჯიბრების მასპინძელი ქალაქის სპორტისა და კულტურის სამსახურთან ერთად (ხელმძღვანელები ავთო ივანიძე და ვაჟა ყველაშვილი) ამჯერადაც ქარელის სასპორტო სკოლა (დირექტორი გელა უმეკაშვილი) იყო. ტურნირზე ადგილობრივებთან ერთად გორის, ხაშურის, კასპის, ბორჯომის, ზესტაფონის და თბილისის გუნდების წარმომადგენელი 1995-96 წწ დაბადებული ძიუდოსიტები იღებდნენ მონაწილეობას. პირველობისათვის სულ 100-ზე მეტმა ძიუდოსიტმა იბრძოლა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ თორმეტ წონით კატეგორიაში.
კვარცხლბეკი:
26 კგ _ 1. გიორგი ბედოშვილი (ხაშური), 2. გიორგი ლომიტაშვილი, 3. ლაშა ვარძელაშვილი (ორივე ქარელი) და გიორგი იანტბელიძე (გორი);
29 კგ _ 1. თორნიკე მეტივიშვილი, 2. ვახო მეტივიშვილი (ორივე ხაშური), 3. ნიკა კაკაშვილი დ ნიკა აბრამოვი (ორივე ქარელი);
32 კგ _ 1. ლევან გამრეკელაშვილი (ქარელი), 2. ვასო ქერდიყოშვილი (გორი), 3. გიგა კუთხაშვილი და დათო ჩაგელიშვილი (ორივე ქარელი);
35 კგ _ 1. გურამ ზაქუტაშვილი, 2. გიორგი დოღონაძე (ქარელი), 3. ღოლანდ სიდამონიძე და თემურ მელაძე (ორივე გორი);
38 კგ _ 1. ვახო კაცელაშვილი, 2. ზურა გეგელაშვილი, 3. თევდორე ნასყიდაშვილი (სამივე ქარელი) და გიორგი კურტანიძე (გორი);
41 კგ _ 1. გიორგი ტაბატაძე (თბილისი), 2. თემურ ქოქაშვილი, 3. ზურა სადუნაშვილი (ორივე ქარელი) და სანდრო მირუაშვილი (გორი);
45 კგ _ 1. ერეკლე არხოზაშვილი, 2. ნოდარ რაზმაძე (ორივე გორი), 3. დათო ტაბატაძე (ხაშური) და დათო შუბითიძე (ქარელი);
50 კგ _ 1. ბექა ველთაური (თბილისი), 2. ტარიელ ნასყიდაშვილი, 3. ხვიჩა მიქელაძე (ორივე ქარელი) და დავით ხიზანიშვილი (კასპი);
55 კგ _ 1. ანზორ კევლიშვილი, 2. თემო ღონღაძე (ორივე ბორჯომი), 3. თემურ დოლიაშვილი (ხაშური) და ბექა ჩინჩალაძე (გორი);
60 კგ _ 1. ბექა შერმადინი (გორი), 2. მურთაზ ქობესაშვილი (თბილისი), 3. ზურაბ ჩადუნელი (ბორჯომი) და გიორგი თინიკაშვილი (ქარელი);
70 კგ _ 1. ჯუბა ჯანეზაშვილი (გორი), 2. ლევან ქიტიაშვილი, 3. გიორგი ყიფშიძე (ორივე ქარელი) და დიტო წურიაშვილი (გორი);
+ 70 კგ _ 1. გიორგი ლაზუაშვილი (ზესტაფონი), 2. მორის ბიჩინაშვილი (გორი), 3. გიორგი ფარადაშვილი (ქარელი);
დაჩი ნაპირელი.
24.11.2009 |