მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
ბურსადან ვერცხლი წამოიღეს
თურქეთის ქალაქ ბურსას ათათურქის სახელობის სპორტულ კომპლექსში დასრულდა ევროპის საკლუბო შეჯიბრება თავისუფალ ჭიდაობაში. ევროპის ჭიდაობის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ამ შეჯიბრებაზე ბებერი კონტინენტის საუკეთესო საჭიდაო ქვეყანათა რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. აქვე იასპარეზა ქართულმა კლუბმა `თბილისი 2007~ -მა, რომელმაც ფინალში გააღწია და მეორე ადგილის დაკავება შესძლო. ქართული კლუბი ძირითადად ახალგაზრდა ფალავნებით იყო დაკომპლექტებული. შემადგენლობაში ორი გორელი მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი (55 კგ) და მალხაზ მუზიაშვილი (74 კგ) ირიცხებოდა. მათ გარდა თურქეთში მოასპარეზე ჩვენი ქვეყნის ნაკრების ღირსებას იცავდნენ მალხაზ ქურდიანი (60 კგ), გოგა ხუჭუა (66 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), ბელდუხ გავაშელიშვილი (96 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ).

ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები კენჭისყრით მოხვდა, ჩვენების გარდა აზერბაიჯანისა და ბელორუსის გუნდებიც ასპარეზობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა ორივე მოწინააღმდეგე ერთნაირი ანგარიშით 4:3 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ. იქ მათი მეტოქე რუმინეთის საჭიდაო კლუბი იყო, რომელსაც `თბილისი 2007~ -მა დიდი უპირატესობით 6:1 მოუგო, ანუ შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა. ფინალი ქართველებსა და მასპინძლების საჭიდაო კლუბ `მეტროპოლიტან-ბელედიესფორს~ შორის ამ უკანასკნელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა.

ეს ქართველი თავისუფალი სტილის მოჭიდავეებისათვის მიმდინარე წლის ბოლო შეჯიბრება იყო. უახლოესი ტურნირი `თავისუფალთათვის~ იანვარში გასამართი საქართველოს ჩემპიონატია.



დაჩი ნაპირელი
03.12.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ქართლის ხმა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: Whoever edits and pbulishes these articles really knows what they're doing.
: Super excited to see more of this kind of stuff oilnne.
ukan
amindis prognozi
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.