|
ტაში მეგობრებო
ისევ არჩევნები, ისევ ფორიაქი,
იქით ლილიპუტი, აქეთ გოლიათი,
ისევ სიყვარულის ფუჭი დაპირება,
აქეთ ცოცხლების და მკვდრების დატირება...
ისევ განათლების დიდი რეფორმები,
სკოლას ენაცვლება კაფე-რესტორნები...
იქით ჰოლანდია, დანია, კანადა,
აქეთ დაჩაგრული დოდგორი, მარაბდა...
ვენახს თხები ჭამენ, კაცს ბედი ტიალი,
უნდა ვისწავლოთო ყინულზე სრიალი,
აქეთ ევროპული ალა-ფურჟეტიო,
იქით სულწასული, აქეთ სულმეტიო...
რა დროს ვაჟააო, იკითხეთ მარკესი,
ტირის მერსედესი და ედმონ დანტესი,
იქით მათხოვარი ითხოვს ერთ ლარიანს,
აქეთ შეგვიკეთებს ვიღაცა ტარიანს...
თეთრი დროშები და შავი მაგნოლია,
ჩვენ ხომ მაგრები ვართ, აბა რა გგონიათ?!
ისევ ამბიცია და გესლი მმართველობს,
ვითომ ევროპელობს და თანაც ქართველობს,
თუ ძმა ხარ, მითხარი: _ ვინ უნდა გავთელო?!
ვაი, საცოდავო ჩემო საქართველო...
2010 წ.
ვიკა ქალდანი
ვიკა ქალდანი
25.03.2010 |