მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
შეხვედრა დევნილებთან

შეხვედრა დევნილებთან

`აუცილებელია, რომ საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დევნილებმა დაუყოვნებლივ მოგვმართონ~

`ხალხის გაზეთი~_27 ივლისს `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ (საია) გორის ოფისში მოეწყო შეხვედრა დევნილებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან.
ოფისის ხელმძღვანელმა ქეთევან ბებიაშვილმა ისაუბრა `იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის,~ კერძოდ კი კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ.
`დღეს ჩვენ განვიხილეთ, რა ღონისძიებებს ითვალისწინებს აღნიშნული სტრატეგია, რამდენად არიან თვითონ დევნილები ჩართულნი ამ პროცესში და რა საკითხებზე უნდა იყოს გამახვილებული ყურადღება მათი მხრიდან. ჩვენ გვინდა, რომ დევნილი მოსახლეობა სათანადოდ იყოს ინფორმირებული იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს მათი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და საკუთარი პრობლემების გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ხელშეკრულებებზე, დევნილთა უფლებების განხორციელებასა და სამართლებრივ დაცვაზე, რადგან მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპი უკვე მიმდინარეობს _ საცხოვრებელი ფართების რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საკუთრებაში გადაცემის პროცესში დაცული იყოს თითოეული დევნილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვიდრე ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი (შესაბამისი, ანუ არსებულზე უარესი არა) არ იქნება შემოთავაზებული სახელმწიფოს მიერ, დაუშვებელია მათი ძალით გამოსახლება არსებული საცხოვრებლებიდან, როგორც ეს თბილისში ხდება, ვგულისხმობ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს (ე.წ. ძველ დევნილებს), რომლებიც პოლიციის ძალით გამოასახლეს საცხოვრებელი ფართებიდან. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ თავად დევნილებიც ქმნიან პრობლემებს, როგორიცაა მაგალითად ოჯახების ხელოვნური გაყოფა თანხის ან საცხოვრებელი ფართის (კოტეჯის) მიღების მიზნით. რაც შეეხება დაკანონებას, ცნობილია, რომ დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ ფართები, მაგრამ მისი გაყიდვა შეეძლებათ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში. იურისტთა ასოციაცია თვლის, რომ ეს არასწორია, სჯობს ჯერ ამ ფართების სრული რეაბილიტაცია და რემონტი ჩატარდეს და შემდეგ მოხდეს პრივატიზება. ეს საკითხი ჯერჯერობით მსჯელობის პროცესშია. არ არის გადაწყვეტილი ასევე, ვის სახელზე მოხდება პრივატიზებული ფართების რეგისტრირება. პროვატიზების შემთხვევაში ყველა კომუნალური გადასახადი თავად უნდა გადაიხადონ დევნილმა ოჯახებმა, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სოციალური დახმარება და დევნილთა შემწეობა გააჩნიათ. ამიტომ საჭიროა ამ ადამიანების აქტიურობა, ყურადღება, ინიციატივები და მაქსიმალური ჩართულობა, რომ მათი უფლებებით ბოროტად არ ისარგებლონ. ჩვენი ოფისი აგვისტოშიც იმუშავებს და ყველანაირად დაეხმარება დევნილებს დროულად მიმართვის შემთხვევაში. მთავარი მაინც ის არის, რაც დევნილებისთვის ხელსაყრელია. დღეს მათ ოჯახებში სოციალური უთანასწორობის განცდა ჩამოყალიბდა, მაგრამ ამაზე ღიად არავინ საუბრობს, ერიდებათ. არა და, პრობლემა პრობლემად რჩება, უფრო ღრმავდება, ფინანსური რესურსები კი სულ უფრო მეტად არასაკმარისია. აუცილებელია, რომ საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დევნილებმა დაუყოვნებლივ მოგვმართონ, რათა მაშინვე მოვახდინოთ რეაგირება. როდესაც გასაჩივრების ერთთვიანი ვადა გავა, ჩვენ უკვე ვერანაირად ვერ შევძლებთ მათ დახმარებას.~ _ აღნიშნა ქეთევან ბებიაშვილმა.
შეხვედრაზე მოწვეულმა დევნილებმა საკუთარ პრობლემებზე _ მატერიალურ გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე და მათ მიმართ სახელმწიფო სტურქტურების უყურადღებობაზე ისაუბრეს და შესაბამისი დახმარების გაწევის და დასაქმების დაპირებებიც გაიხსენეს. ბებიაშვილის თქმით, ეს არასწორი დაპირებაა და ტყუილია, რადგან ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობას დევნილთა დასაქმების მიმართულებით არანაირი პროგრამა არ აქვს შემუშავებული. არც პრეზიდენტის ბრძანება, არც პარლამენტის მიერ გამოცემული განკარგულება ამის თაობაზე არ არსებობს და არც ზემოთ აღნიშნულ სტრატეგიაშია დასაქმების საკითხი კონკრეტულად, გეგმის მიხედვით გაწერილი. მან იქვე დაამატა, რომ დასაქმება და დამატებითი შემოსავლების მიღება დევნილებს შეეძლებათ, თუ შეძლებენ და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის, ან არასამთავრობო ორგანიზაციის სახით ჩამოყალიბდებიან და თავადვე იზურნებენ გრანტების მოძიებაზე.
ჟანა მახნიაშვილი, დევნილი: `ჩვენთვის, დევნილებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში შეკრებას, რადგან ბევრ ინფორმაციას ვიყავით მოკლებულნი. გავიგეთ, რა უფლებები გვაქვს, რა შეგვიძლია მოვითხოვოთ, რის გაკეთება შეიძლება მოვთხოვოთ მთავრობას. მე ამჟამად ვცხოვრობ ქალაქ გორში, ნარკოლოგიური დისპანსერის შენობაში, სადაც შეგვასახლეს 2008 წლის 22 დეკემბერს. 2 თვის განმავლობაში ნორმალურად ვცხოვრობდით, მაგრამ შემდეგ სულ უფრო და უფრო გაუსაძლისი გახდა იქ ყოფნა. ერთი წელიც გავიდა, მეტიც, მაგრამ არავინ დაგვხმარებია, არც სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი ფირმის წარმომადგენლები გამოგვხმაურებიან და არც სამინისტროდან მოსულა ვინმე. როგორც შეგვეძლო, ვუფრთხილდებოდით ინვენტარს და მთლიანად შენობას, ახლაც ასე ვიქცევით, მაგრამ ძალიან მალე დაზიანდა, რადგან უხარისხოდ იყო რემონტი გაკეთებული.~
შეხვედრის დასასრულს ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი (ავტორი გიორგი მგელაძე), რომელშიც საუბარია დევნილთა საცხოვრებელ ფართებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების უხარისხობაზე და აღნიშნულ შენობებში ცხოვრების გაუსაძლის პირობებზე. `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე შპს-ები და ფირმები საბაზროზე დაბალი ფასების შეთავაზებით იმარჯვებდნენ, შემდეგ კი სარეაბილიტაციოდ საჭირო თანხის დაახლოებით 70%-ით გაზრდას ითხოვდნენ, რასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ეთანხმებოდა და მათ მოთხოვნას აკმაყოფილებდა. `საიას მიერ შესწავლილ 68 ტენდერში ასეთი მაგალითები მრავლად მოიპოვება,~ _ აღნიშნავს ფილმის ავტორი.

ნინო შოთნიაშვილი
თამარ დვალიშვილი


ნინო შოთნიაშვილი, თამარ დვალიშვილი
09.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.