მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ნინო ბურჯანაძის ვიზიტის დეტალები ხურვალეთში

 იხილეთ ორი ვიდეო:

1. მოსახლეობა, რომლის სანახავად ნინო ბურჯანაძე მიდიოდა, ჰყვებიან არსებულ რეალურ ფაქტს: 

http://www.myvideo.ge/?video_id=1027758

 

2. სოფლის მამასახლისები - ლევან ოთინაშვილი და გია ოქროპირიძე განმარტავენ, თუ რატომ არ შეუშვეს ნინო ბურჯანაძე დასახლებაში.

http://www.myvideo.ge/?video_id=1027714

 

 

 

„ჩემი თანდასწრებით დაურეკა სააკაშვილს პუტინმა და მკაცრად გააფრთხილა, არ დაეწყო ომი და არ დაებომბა მშვიდობისმყოფელები", - განაცხადა 12 აგვისტოს ნინო ბურჯანაძემ ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთის" პირდაპირ ეთერში. 2 საათის განმავლობაში ნინო ბურჯანაძის რეგიონის მოსახლეობის ზარებს პასუხობდა. ფაქტობრივად, აღნიშნული ტელევიზიისთვის ეს გადაცემა ერთ-ერთი რეიტინგული აღმოჩნდა შესული ზარების მიხედვით.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე ბურჯანაძეს დევნილთა დასახლებაში ინციდენტი შეემთხვა. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხურვალეთის დასახლებაში 12 აგვისტოს მედიისთვის მოულოდნელად გამოჩნდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერი აქ ონკოლოგიური ავადმყოფის, მარინა ბეჟაშვილის სანახავად ჩავიდა. თუმცა დასახლებაში ოცამდე ადამიანი დახვდა, რომლებმაც მიზანმიმართულად დაიწყეს ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ამ ჯგუფს რევაზ კახნიაშვილი ხელმძღვანელობდა. კახნიაშვილი ლიახვის ხეობის დეპუტატის, ბადრი ბასიშვილის ბიუროს ხელმძღვანელია. ბოლო მოწვევის საკრებულოს წევრიც გახდა, თუმცა საკუთარი განცხადების საფუძველზე საკრებულოს შემადგენლობიდან წავიდა. სხვათაშორის, რევაზ კახნიაშვილი ბურჯანაძის ყოველ ჩასვლას ესწრება და ყოველთვის თვითონ აქტიურობს. ფოტოზე სწორედ ერთ-ერთი მისი აქტიურობაა გადაღებული.

ნინო ბურჯანაძეს ლიახვის ხეობის დეპუტატის ბადრი ბასიშვილის თანამებრძოლების წყალობით, ბეჟაშვილებთან მშვიდობიანი საუბრის საშუალება არ მიეცა. ამის შესახებ ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივი მედიის საშუალებით განაცხადა.

„რამდენიმე მამაკაცი გამუდმებით ერთი და იგივეს იმეორებდა, რომ მათ ჩემი მოსმენა არ უნდოდათ. ყურებზე ხელებს იფარებდნენ და ცდილობდნენ იმ სიმართლისთვის არ მოესმინათ, რის თქმასაც ვაპირებდი. ისინი არ მაძლევდნენ საშუალებას, შეხვედრა ნორმალურ რეჟიმში წარმართულიყო. იყო პროვოკაციული გამოხტომები და სიტუაციის იმგვარად წარმართვა, რომ მდგომარეობა უფრო მეტად დაძაბულიყო, მაგრამ ჩვენ მათ პროვოკაციას არ ავყევით", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

როგორც ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრმა ლუკა კურტანიძემ განაცხადა, ბურჯანაძეს ქვებიც ესროლეს: „ჩვენ ხურვალეთის დასახლებიდან გვაცნობეს, რომ ზონდერებმა კვერცხებიც კი გამოიყენეს სტუმრების მიმართ".

ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთის" საღამოს ეთერში ნინო ბურჯანაძემ პასუხი გასცა სატელეფონი ზარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე ეთერში გაშვების ნომერი არ იყო მითითებული, პირდაპირ ეთერში ერედვიდან დევნილები რეკავდნენ. თავდაპირველად ისინი, ძირითადად, უარყოფით დამოკიდებულებას ავლენდნენ იმ პოლიტიკის მიმართ, რომლის განხორციელებას ნინო ბურჯანაძე აპირებს. ორსაათიანი გადაცემის განმავლობაში ბურჯანაძის მხარდამჭერი ზარებიც გააქტიურდა. საბოლოო ჯამში ინტერაქტიული გამოკითხვაც შეჯამდა, 1 300 ზარიდან 620 ზარის ავტორი თვლის, რომ აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა.



საბა წიწიკაშვილი
14.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ქართლის ხმა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: gorelebs es rogor geshlebat? yoveltvis stumris pativiscema icodit, ra mogdit? visi mizezitac dagmbombes mas tashs ukravt da qalbatons qvebs ushent? uaresis girsebi xart. emigranti shida qartlidan.
: stymar maspinzeli ar cistavliat-----
:
ukan
amindis prognozi
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.