მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
`ამ ნაგვით ჩემს პატარა გოგოს დავამთავრებინე სოხუმის უნივერსიტეტი.~

`ამ ნაგვით ჩემს პატარა გოგოს დავამთავრებინე სოხუმის უნივერსიტეტი.~

`უკვე თითქმის ოცი განცხადება დავწერეთ, მაგრამ არავინ გვაქცევს  ყურადღებას~
 
`ხალხის გაზეთის~ რედაქციაში რამდენიმე მოქალაქე მოვიდა, რომლებმაც შემოგვჩივლეს, რომ თითქმის ყოველ საღამოს ნაგავსაყრელიდან მომავალი დამწვარი ნაგვის კვამლი აწუხებდათ და არ გამორიცხავენ, რომ იგი მომწამვლელ-ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს და მათი ჯანმრთელობისთვის მავნებელია. `ხალხის გაზეთის~ ჟურნალისტები სიტუაციის გასარკვევად ცენტრალური ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მივედით...
 დაახლოებით თოთხმეტი ადამიანი ვნახეთ, რომლებიც ნაგავში იქექებოდნენ და როგორც თვითონ თქვეს ნაგავსაყრელი მათი არსებობის ერთადერთი საშუალებაა. გავიცანით ნაგავსაყრელის `მაყურებელი~ ვინმე `ბაშკირა~, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, ნაგავსაყრელს აკონტროლებს. ნაგავავსაყრელზე საქონელი ვნახეთ, რომლებიც ნაგვით იკვებებოდნენ. ვცადეთ გასაუბრება იქ მყოფ მოქალაქეებთან, მაგრამ ყველას ვერ გავესაუბრეთ, რადგან მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. ზოგი პრეზიდენტს უჩიოდა, ზოგიც _ მთავრობას...  როგორც აღმოჩნდა, ნაგავსაყრელზე მყოფი მოსახლეობა პოლიეთილენის ბოთლებს, თუნუქის ქილებს, სპილენძს, ალუმინს, ძველ საყოფაცხოვრებო ნივთებს აგროვებს. `ხალხის გაზეთი~ გაესაუბრა 54 წლის  ქალბატონ მანანას, რომელმაც გვარის გამხელა არ ისურვა: `შვილო, აი, ასე ვწვალობ ყოველდღე. აღარ შემიძლია, ლამის სული დავლიო. მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ და ასე ვეწვალები. ნუთუ არ შეიძლება, რომ ჩემთვის რამე სამსახური გამოჩნდეს? დილით მოვდივარ აქ და თუნუქის ქილებს ვაგროვებ, რომ შემდეგ ჩავაბარო და ბავშვებს საჭმელი მივუტანო. ერთი შვილი ციხეში მყავს. სულ ტყუილად აბრალებენ მკვლელობას. ის იყო ოჯახში ყველაფრის შემომტანი, მაგრამ რაც ის დაიჭირეს სულ ისე დავრჩით. რა უნდა მექნა? ნაგავში ვეძებ `საარსებო წყაროს~. ნაგვით ჩემს პატარა გოგოს დავამთავრებინე სოხუმის უნივერსიტეტი. ჩემი ქმარი ავადმყოფი იყო, სმა უყვარდა და `ცეროზით~ დაავადდა. შემდეგ აგვისტოს ომი ძალიან განიცადა და დაიღუპა. სხვა რა გითხრათ? არ გაიხაროს ჩვენმა პრეზიდენტმა, ასე ძაღლურად რომ გვაცხოვრებს.~ გორის ცენტრალურ ნაგავსაყრელზე, ზემოთ ნახსენებ `ბაშკირასაც~ გავესაუბრეთ, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა: `რას გეტყვი იცი? აქაურობას ვაკონტროლებ. ძალიან გთხოვ, ფოტოებს ნუ იღებ, ვის ესიამოვნება, რომ ნაგავთან ერთად გამოჩნდეს? მე აქ პოლიეთილენის ბოთლებს ვაგროვებ და შემდეგ კილოს 0.50 თეთრად ვაბარებ. ახლა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, რადგან ორი დღეა მოვაგროვე ბოთლები და არ მოსულა ის კაცი, ვინც ამ ბოთლებს იბარებს. დაახლოებით, ას ოცი კილო მექნება მოგროვილი. ხალხს ძალიან უჭირს. აქ იმდენი ხალხი მოდის, რომ ვერც წარმოიდგენ. ყველა რაღაცას ეძებს, ხალხი ძალიან ცოდოა. ქალები ბავშვებთან ერთად მოდიან და ნაგავში იქექებიან.~ _ განაცხადა `ბაშკირამ~. ჩვენ ოთხი ბავშვი ვნახეთ გორის ცენტრალურ ნაგავსაყრელზე. ისინი საუბარს თავს არიდებდნენ და ჩვენი მიახლოების შემთხვევაში გარბოდნენ. ვცადეთ გასაუბრება მათ მშობლებთან, რომლებმაც გვითხრეს: `ნეტავ თქვენ, მეტი საქმე რომ არ გაქვთო~. მათ ჩვენთვის სახელი და გვარი არ უთქვამთ.
ზაქარია მეთაფლიშვილი: `აქ ვარ უკვე რამდენი ხანია პოლიეთილენის ბოთლებს ვაგროვებ და შემდეგ ვაბარებ, ეს არის ჩემი შემოსავალი, სხვა არაფერი. ამით ვარჩენ ოჯახს, სხვა არანაირი შემოსავალი არ მაქვს.~
ნარგიზა:  `არ გადამიღო, შვილო, ფოტო, არ მინდა, რომ ნაგვის ფონზე გამოვჩნდე, ისედაც გაღიზიანებული ვარ და შენ ნუღარ მაღიზიანებ, _ განაცხადა ქალბატონმა ნარგიზამ, რომელიც იქვე ძროხების მეთვალყურე იყო. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, სხვა ადამიანებმა, ჩვენთან გასაუბრებაზე უარი თქვეს... ცენტრალური ნაგავსაყრელიდან წამოსვლის შემდეგ ღამბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს გავესაუბრეთ. 
იულია კაბისაშვილი: `აღარ შეგვიძლია, შვილო, იქნება თქვენ მაინც გვიშველოთ რამე. ჯერ სულ მანქანების ხმაური გვაწუხებს. გარდა ამისა, გორის ცენტრალური ნაგავსაყრელიდან ამოდის საშინელი სუნი, ჩვენს თავზე აღარ ვჩივით, ბავშვებზე ვდარდობთ. ჩვენს ქუჩაზე საშინელი სიბინძურეა.~
მაყვალა ბოლოთაშვილი: `სანამ რამე დეზინტერია დამართნიათ ჩვენს ბავშვებს, მანამდე მოგვხედოს მთავრობამ. აღარ შეგვიძლია აუტანელი სიტუაციაა ჩვენს ქუჩაზე. საშინელი სუნი დგას. როდესაც ნაგავსაყრელს ცეცხლს უკიდებენ, ფანჯარას ვერ ვაღებთ, რადგან ბოლი ოთახებში შემოდის.~
მარგალიტა თედიაშვილი: `ძალიან ცუდ დღეში ვართ. აქ ამოაქვთ ყველანაირი ნაგავი, რაც კი არსებობს. ნაგავსაყრელამდე არც მიაქვთ, აქვე გვიგდებენ მკვდარ კატებს, ძაღლებს და  პირუტყვის ნაწლავებსაც კი.  მზიან ამინდებში ეს ყველაფერი ყროლდება და საშინელი სუნი დგება, ჩვენც ხომ ცოდოები ვართ? ან საერთოდ გადაიტანონ  ნაგავსაყრელი აქედან ან კიდევ სათანადოდ მოაწესრიგონ~.
ნათელა გოგიჩაშვილი: `უკვე თითქმის ოცი განცხადება დავწერეთ, მაგრამ არავინ გვაქცევს  ყურადღებას. ასე ხომ არ შეიძლება? არჩევნების პერიოდში ყველა იმას ამბობს, ხმა მოგვეცით და პრობლემა მოგვარდებაო, მაგრამ...~ 
ირინა კანდელაკი: `ნაგავთან ერთად გვაწუხებს გზის პრობლემა, ასფალტი დასაგებია. ნორმალურად ვერც კი დადივართ. მანქანა რომ გაივლის, მტვერი დგება, რომელიც  სახლებში შემოდის. ასე ხომ არ შეიძლება? რომ იძახის ჩვენი პრეზიდენტი გზებს ვაგებო, ჩვენმა ქუჩამ რა დააშავა? ვერ გავიგე, ის არ გვეყოფა, რომ ნაგავს მიაქვს აქაურობა?~.
დიმა მაყიშვილი: `ყველა პრობლემასთან ერთად წყლის პრობლემაც გვაწუხებს. წყალი ერთი საათით მოდის და შემდეგ წყდება. ერთ სააათში რასაც მოვასწრებთ, ეგ არის და ეგ.~     
ნაგავსაყრელზე შექმნილი სიტუაცია ბუნებრივად ქმნის ეპიდემიის გარცელების საფრთხეს. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მივმართეთ, ვცადეთ გაგვერკვია  ტარდებოდა თუ არა მათ მიერ რაიმე სახის ღონისძიებები ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. მოსმენილის შემდეგ ცენტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა საკმაოდ უხეშად გაგვცა პასუხი, `რამდენჯერ უნდა მოხვიდეთ ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება~.
მივაკითხეთ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას იმისათვის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის სამსახურს გაეცა პასუხი. ორდღიანი ძებნის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტში გაარკვიეს, რომ პასუხის გამცემის თანამდებობა ვაკანტურია და შესაბამისად ჩვენი კითხვები უპასუხოდ დარჩა.
ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით `ხალხის გაზეთი~ ესაუბრა შპს გორის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს Bნუკრი აბალაკს.
_ ბატონო ნუკრი, ქალაქის მთავარ ნაგავსაყრელზე ძალიან ცუდი სიტუაციაა, რომელიც მოსახლეობას ძალიან აწუხებს. ნაგავს მოკიდებული ცეცხლის კვამლი ხალხისთვის საზიანოა. აღნიშნული პრობლემის შესახებ რას გვეტყვით?
_ პირადად მე ორი ღამე გავათენე იქ და ვამუშავე სახანძროს თანამშრომლები, რათა მოგვეხდინა ცეცხლის ლოკალიზება. ორი თვე, ფაქტიურად, წვიმა არ ყოფილა, ძალიან ცხელი დღეები იყო, რამაც გამოიწვია ცეცხლის გაჩენა. ცეცხლწაკიდებული ნაგვიდან წარმოიქმნება მავნე ნივთიერებები, გროვდება გაზები და ხდება აალება. რა თქმა უნდა, იქ ხშირად დადიან გაჭირვებული ადამიანები და ისინიც აჩენენ ცეცხლს. მართალია, ნაგავსაყრელს დარაჯი ჰყავს, მაგრამ იმ მიდამოებში ბევრი შესასვლელია და ის ყველას ვერ გააკონტროლებს. აღნიშნული პრობლემა რომ აღმოიფხვრას, უნდა მოხდეს მთლიანად ნაგვის დამარხვა, რაც დაკავშირებულია თანხებთან. აუცილებელია მოიხრეშოს ნაგავსაყრელი. ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. ამ ყველაფრის შესახებ მუნიციპალიტეტი საქმის კურსშია. იმედია, მალე მოგვარდება ნაგავსაყრელის პრობლემა.
_ ჩვენ ნაგავსაყრელზე ვნახეთ საქონელი, რომელიც ნაგვით იკვებებოდა. რამდენად მოგვარებადია ეს პრობლემა?
_ საქონელი მოსახლეობისაა და საიდან შეჰყავთ ნაგავსაყრელზე, არ ვიცი. მათი ნებაა თავიანთ საქონელს რას აჭმევენ, ეს ჩვენ არ გვეხება.
 _ გარდა საქონლისა, ნაგავში მოსახლეობაც `იქექება~ და მას `საარსებო წყაროდ~ მიიჩნევს. თქვენ რა ღონისძიებებს ატარებთ, რომ ისინი ნაგავსაყრელზე არ დადიოდნენ?
_ ისინი პოლიეთილენის ბოთლებს, სპილენძს, ალუმინს და ა.შ. აგროვებენ და აბარებენ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, დავუშალოთ ნაგავსაყრელზე შესვლა, მაგრამ გაჭირვებული ხალხია და რას ვიზამთ. ბავშვები კი გვეუბნებიან, აქ დავწვებით და არსად წავალთ, როგორ გაგვყრითო.
მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქის დასუფთავება დღეში სამჯერ ხდება. ნაგვის ურნები სუფთავდება და მათ გარშემო რაც კი ნაგავია, ყველაფერი ნაგავსაყრელზე მოდის. მოსახლეობამ თვითონ უნდა იზრუნოს ქალაქის სისუფთავეზე, არ უნდა დაეზაროთ ნაგვის ურნაში ჩაყრა, რათა სისუფთავე შენარჩუნდეს. პირადად მე, სადაც კი მცირე ნაგავი მაინც ყრია, ყველაფერს ვასუფთავებინებ. შესამჩნევია, რომ დასუფთავების მხრივ ძალიან ბევრი რამ კეთდება.

თამარ დვალიშვილი
მანანა ტვინიკაძე
რეზო ნადირაძე

 


თამარ დვალიშვილი,მანანა ტვინიკაძე,რეზო ნადირაძე
01.10.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: 20
: AFAIC that's the best aneswr so far!
ukan
amindis prognozi
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 27 °C + 25 °C
ღამით + 17 °C + 18 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.