შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ბავრაში ახლადდაგებული ასფალტი დასკდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24130 
 06 სექტემბერი 2019
სოფელი ბავრა–კარტიკამი–აბულამდე მისასვლელ გზას შპს „არალი“ 1 048 150 ლარად აკეთებს. კომპანია ასფალტის მეორე ფენას აგებს, თუმცა სოფელ ბავრასთან გზა რამდენიმე ადგილზე უკვე დაზიანდა.საინფორმაციო სააგენტო Jnews.ge–სთან ბავრასა და კარტიკამის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გზა უხარისხოდ დააგეს, ამიტომ იგი სამ ადილზე დასკდა: „უხარისხო ასფალტი დააგეს, ამას გარდა, აქ სატვირთო მანქანებს ქვიშა მიაქვთ და მით უმეტეს, გაფუჭდებოდა გზა“.შპს „არალის“ დირექტორი დემეტრე თათეშვილი ამბობს, რომ პრობლემა უკვე შეისწავლეს და დაზიანებულ ადგილებზე ახალი ასფალტი გადააგეს: „გზის მხოლოდ მეორე ფენა დაზიანდა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე საათის დაგებული იყო და ზედ მძიმე ტექნიკამ გაიარა. დაზიანება დაახლოებით 20 კვ. მეტრზე იყო, ეს ნაწილი სულ ბოლოს დავაგეთ. ახლადდაგებულ ასფალტს დრო სჭირდება რათა პირველი და მეორე ფენა შევიდეს ერთმანეთთან წებოვნობაში, რეაქციაში“,– ამბობს დემეტრე თათეშვილი. [მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება