შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეხანძრე-მაშველებმა წვრთნის ინტენსიური კურსი გაიარეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24136 
 07 სექტემბერი 2019
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) წარმომადგენლებმა სპეციალური სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ INSARAG-ისთვის შერჩეულ მაშველთა 20 კაციან ჯგუფს ჩაუტარეს.წვრთნა მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამინების ძიება-გადარჩენის ოპერაციებს და შემთხვევის ადგილზე მართვის ცენტრის მოწყობას მოიცავდა.გერმანელმა მენტორებმა შეაფასეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობები და კლასიფიკაციის მიღებისთვის მოსამზადებელ პროცესში სამსახურის სამომავლო სამოქმედო გეგმა განსაზღვრეს.საერთაშორისო თანამშრომლობა მომვალშიც გაგრძელდება, ორი წლის განმავლობაში ქართველი მაშველები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სასწავლო კურსებში. ასევე, პერიოდულად საქართველოში ჩამოვლენ გერმანული მხარის წარმომადგენლები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მზადების პროცესს.საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის შემფასებელი მისია საქართველოს 2021 წლის ივნისში ეწვევა და 36 საათიანი სწავლების შედეგად გადაწყდება, მიიღებს თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური INSARAG-ის კლასიფიკაციას, რაც საქართველოს მისცემს საერთაშორისო სამაშველო მისიებში მონაწილეობის უფლებას. საქართველო გახდება რეგიონში პირველი და მსოფლიოში მესამე INSARAG-ის მსუბუქი ჯგუფის კლასიფიკაციის მქონე ქვეყანა.შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიზანია გაეროს საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღება. კვალიფიკაცია საქართველოს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო მისიებში.აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაეროს ჟენევის ოფისში 2018 წლის ოქტომბერში გაიგზავნა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება