შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აშუღ ჯივანის დღესასწაული ახალქალაქში [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23614 
 22 ივლისი 2019

სოფელ კარწახში ღონისძიებას დაესწრნენ სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატი ენზელ მკოიანი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის თვითმმართველობების წარმომადგენლები და სასულიერო პირები. სერობ სტეფანის ძე ლევონიანი, იგივე "ჯივანი" (1846-1901წწ.) - გამოჩენილი სომეხი პოეტი და მუსიკოსი იყო. იგი სოფელ კარწახში გლეხის ოჯახში დაიბადა. 8 წლის ასაკში დაობლდა და იზრდებოდა ბიძის ოჯახში. სოფელში გამოჩენილ ოსტატ გარა-გაზართან დაეუფლა მუსიკალურ ხელოვნებას - ვიოლინოზე დაკვრას და ხალხური სიმღერების შესრულებას. მოგვიანებით 1866 წელს სოფელ კარწახში ჩამოვიდა ახალგაზრდა აშუღი საზანი (აგაჯიანი). მასთან ერთად „ჯივანი“ თბილისში გადავიდა, სადაც აშუღის საქმიანობა დაიწყო. 1868 წლიდან 1895 წლამდე, ალექსანდროპოლში (გიუმრი) გააგრძელა მოღვაწეობა. "ჯივანი" თბილისში სომეხ მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია