შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზარზმაში აღმოჩენილ ნაგებობას არქეოლოგები შეისწავლიან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23817 
 08 აგვისტო 2019
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომლის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპნაია ზარზმაში სამუშაოებს ახორციელებს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს წერილით მიმართა. მათ აღმოჩენილი ძეგლის გამოკვლევა და მონიტორინგი სთხოვეს.„შემდეგ კვირაში ვაპირებთ, რომ წავიდეთ და გამოვიკვლიოთ აღმოჩენა, წერილი მივიღეთ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან. არქეოლოგების ჯგუფთან ერთად ჩავალთ და დავაკვირდებით, ვნახავთ რა არის“,– გვითხრეს ძეგლთა დაცვის სააგენტოში.აღმოჩენის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერებულია.ადიგენში, ზარზმის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია–რეაბილიტაცია დროს, ტაძრის მახლობლად, ლოდებით გადახურული ნაგებობა აღმოაჩინეს. ზარზმაში სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „არქიტესტი“ ასრულებს. [მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება