შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კლუბი ზარზმა - ქალთა უმაღლესი ლიგის დებიუტანტები სამცხე-ჯავახეთიდან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23821 
 08 აგვისტო 2019
ნიკა მაისურაძე რეგიონში ყველაზე ახალგაზრდა ტრენერია. ის კლუბ „ზარზმას“ გოგოებს ყოველდღიურად ავარჯიშებს. „გუნდის უმაღლეს ლიგაში თამაში უკვე დიდი მიღწევაა, ახლა კი საჭიროა უფრო მეტი შრომა და მონდომება, რომ ლიგაზე თამაში სამომავლოდაც დაივიმსახუროთ, გარკვეული მიღწევები უკვე გვაქვს, თუნდაც ის, რომ ნაკრების ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთ მატჩში ორი გოლის გატანა მოვახერხეთ, რაც დებიუტანტი გუნდისთვის საკმაოდ კარგი შედეგია“.ამ ეტაპზე, გუნდის მთავარი გამოწვევა, თასის გათამაშებაში გამოცდილ მეტოქესთან- ქუთაისთან მატჩის მოგებაა, რითაც გუნდი გათამაშების შემდეგ ეტაპზე გადავა.„ერთი მთავარი და რეალისტური მიზანი, ამჟამად ის გვაქვს, რომ თასის გათამაშებაში, რაც შეიძლება მეტად მივუახლოვდეთ ფინალს“, - ამბობს ნიკა.„ზარზმას“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფონდი აფინანსებს წელიწადში 12 500 ლარით, რაც გუნდის მგზავრობას და კვებას ხმარდება, ფეხბურთელებისთვის კი მთავარი მამოტივირებელი - ენთუზიაზმი და ფეხბურთის სიყვარულია. ქალთა ფეხბურთი სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, უფრო დიდ სიმაღლეებზე ასვლა კი, ენთუზიაზმის გარდა კიდევ მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთში, გელა მაისურაძე, რომელიც კლუბ „ზარზმას“ ხელმძღვანელობს. ის კლუბის თამაშით კმაყოფილია და დიდ იმედებს ამყარებს სამომავლოდ გოგონათა გუნდზე.„ქალთა ლიგაში თამაში უკვე დიდი მიღწევაა ასეთი ახალგაზრდა კლუბისთვის, მიუხედავად ბევერი წაგებული მატჩისა, გოგონებმა შეძლეს და ორი ფრე ითამაშეს საკმაოდ გამოცდილ გუნდებთან. გარდა ამისა ისინი მხოლოდ მოტივაციით თამაშობენ და არანაირი ჰონორარი არ აქვთ“ -ამბობს გელა მაისურაძე.კლუბის დაფინანსების ინიციატივით ჯერ–ჯერობით არავინ გამოსულა, თუმცა გელა მაისურაძეს მუნიციპალიტეტების იმედი აქვს. „ვგეგმავთ მუნიციპალიტეტებთან მოლაპარაკებას დაფინანსების შესახებ. ვინაიდან რეგიონში ერთადერთი კლუბი ვართ, კარგი იქნება თითოეულმა მუნიციპალიტეტმა რომ გარკვეული თანხა გამოგვიყოს, ჯერ–ჯერობით არავის გამოუთქვამს სურვილი დაფინანსების, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ რომ მუნიციპალიტეტებთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“ - ამბობს გელა მაისურაძე.შემდეგი მატჩი გუნდს თასის გათამაშებაზე, 10 აგვისტოს აქვს ქუთაისის გუნდთან, ამის შემდეგ კი, სექტემბერში ქალთა ლიგის სამი ტური დარჩათ სათამაშო, სეზონის დასრულებამდე.გუნდი ამჟამად ლიგაში ბოლო, მეათე ადგილს იკავებს.[რობიზონ ზარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
საზოგადოება
საზოგადოება