შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘რვასართულიანების’ სადარბაზოებში ბუნკერები გაწმინდეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23977 
 23 აგვისტო 2019
დღეს, 23 აგვისტოს ახალციხის მერიის „კეთილმოწყობის“ სამსახურმა, რვასართულიანი კორპუსის სამივე სადარბაზოში ჩაშენებული ბუნკერები ქლორიანი წყლით დაასუფთავა. კორპუსის მცხოვრებლები ბუნკერებისთვის დეზინფექციის ჩატარებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. მათი თქმით, ბუნკერები ნაგვისგან იცლებოდა, მაგრამ არასდროს იწმინდებოდა. ამ თემაზე „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა 19 აგვისტოს დაწერა.ოთხი დღის შემდეგ, ადგილზე მერიის დასუფთავების სამსახური მივიდა: „წყალში გავხსენით ქლორის ხსნარი და ისევ ვრეცხავთ ბუნკერებს. ეს ჩვენ არ გვეხება, ამას სხვა სამსახურები აკეთებენ, თუმცა ქალაქს თუ სჭირდება, გავაკეთებთ. გაწერილი არ გვაქვს რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავრეცხოთ, მაგრამ გვეტყვიან და შემდეგ გავაკეთებთ“, – ამბობს შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის მთავარი სპეცილისტი ირაკლი კურტანიძე. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
საზოგადოება