შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘აჩუქე წიგნი’ – ახალციხე გიორგი კეკელიძის ინიციატივას შეუერთდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22351 
 23 აპრილი 2019
კამპანია „აჩუქე წიგნი“ ახალციხის ციხის ადმინისტრაციის და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.„შევუერთდით პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივას, 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადებას. დღევანელი შეხვედრით ჩვენ წარმოვაჩინეთ წიგნის ჩუქების პოპულარიზაციის საჭიროება. ჩვენც ვაჩუქეთ სამსახსოვროდ წიგნები და იმედი მაქვს ეს ინიციატივა გაგრძელდება. მინდა ვთხოვო ყველას ვისაც სურს წიგნი აჩუქროს მისთვის სასურველ ადამიანს, მიიღოს მონაწილეობა ამ აქციაში“, – განაცხადა ახალცხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ.შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს წიგნები აჩუქეს და ზედ სახალისო მინაწერები გაუკეთეს.„ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ამ აქციაში ჩართვა, რადგან წიგნი ალბათ დღეს არის ის რასაც სამწუხაროდ მოწყვეტილია ახალგაზრდობა. ეს ინიცატივა ერთ–ერთი საუკუეთესოა იმისთვის, რომ ჩვენი მოსწავლეები დავუბრუნოთ წიგნს“, – განაცხადა აწყურის საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან პარუნაშვილმა.მსგავსი სახის აქციაში მონაწილეობის მისაღებად მზადაა ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძეც: „დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა ინიციატივა გაჟღერდა, რაშიც ვგეგმავ მონაწილეობა მივიღო როგორც ახალციხის ციხეზე, ისე სხვაგანაც“. 23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერლის გიორგი კეკელიძის ინიციატივით, 23 აპრილი წიგნების ჩუქების დღედ დაწესდა. კამპანიას „აჩუქე წიგნი“ საქართველოს ყველა ქალაქში შეუერთდნენ.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

კვება უფასო სასადილოებში