შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22353 
 23 აპრილი 2019
ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად სომხები დღეს, 23 აპრილს, 20:00 საათისათვის, რაბათში გრიგოლ განმანათლებლის სომხური სამოციქულო ეკლესიის ეზოში შეიკრიბნენ და ჩირაღდნებით, ასევე დროშებით გენოციდის მსხვერპლთა მემორიალისაკენ მსვლელობა მოაწყვეს.ისინი, შეძახილით „აღიარე“ თურქეთსა და მსოფლიოს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი გენოციდის აღიარებისაკენ მოუწოდებენ.„20–ზე მეტი ქვეყანა აღიარებს გენოციდს, ამიტომ თურქეთსა და მათ შორის საქართველოსაც მოვუწოდებთ აღიაროს. ამასთან დაკავშირებით ვაწყობთ მსვლელობას და ამით ვიხსენებთ გენოციდისას გარდაცვლილებსაც“,–ამბობს ედვარდ აივაზიანი.ხვალ, 24 აპრილს დილიდან სომხურ სამოციქულო ეკლესიაში გენოციდისას გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი წირვა ჩაატარდება. 13:00 საათიდან კი ისევ გაიმართვება ქალაქში მსვლელობა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალისაკენ.შეგახსენებთ, რომ ეთნიკური სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ეროვნების ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს მათ ქონებასაც. პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სომხური მხარე ამბობს, რომ სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.თურქეთი მიიჩნევს, რომ დაღუპულთა რიცხვი ბევრად ნაკლებია. ასევე, უარყოფს ტერმინს – "გენოციდი". თურქული მხარე აცხადებს, რომ ეთნიკურ სომეხთა უმრავლესობა პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო შეტაკებებს შეეწირა, ისევე როგორც ათასობით ეთნიკურად თურქი. გენოციდის დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანად შერაცხა.საქართველოს სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარებული არ აქვს.სომეხი ეროვნების მოქალაქეები ყოველ წელს ითხოვენ თურქეთისგან, აღიაროს სომეხთა გენოციდი. ისევე, როგორც ამას ითხოვენ საქართველოსგან.[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე–ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება
საზოგადოება