შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘საახალწლოდ ქალაქის მორთვისას ანაზღაურება არ მიგვიღია’– ელექტრიკოსები მოსამართლეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22352 
 23 აპრილი 2019
ელექტრიკოსები ზეგანაკვეთური შრომის, ასევე, იძულებით განაცდურის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. ელექტრიკოსების ადვოკატმა ეკა აბაშიძემ სასამართლოს მეშვეობით დღეს სხდომაზე „კეთილმოწობის“ სამსახურიდან დოკუმენტები გამოითხოვა: „2018-2019 წლის საშტატო ნუსხა გამოვითხოვეთ, თუმცა ინფორმაცია არ მიგვიღია. ასევე, არ მიგვიღია 2018 წელს ივანე დავიდოვის მიერ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტიც“. მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა ორივე შუამდგომლობა გაითვალისწინა და „კეთილმოწყობას“ აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა დაავალა.სასამართლო სხდომაზე ელექტრიკოსებმა განაცხადეს, რომ ქალაქის საახალწლო აქსესუარებით მორთვისთვის ანაზღაურება არ მიუღიათ. ამიტომ ადვოკატმა სასამართლოს მეშვეობით „კეთილმოწყობიდან“ კიდევ დამატებითი დოკუმენტები გამოითხოვა: „უნდა გავიგოთ მიიღო თუ არა შპს „კეთილმოწყობამ“ ტენდერში მონაწილეობა და რა თანხა იყო გამოყოფილი. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ გავიგოთ რატომ არ მოხდა მათი ანაზღაურება“.მომავალი სხდომა 16 მაისს გაიმართება, მანამდე კი „კეთილმოწყობამ“ აბაშიძეს დოკუმენტები უნდა გადასცეს.ელექტრიკოსები პავლე ათუნაშვილი და ივანე დავიდოვი, ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურიდან 2018 წლის 31 დეკემბერს ოთხ მეეზოვესთან ერთად გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ "კეთილმოწყობის" სამსახურში მათ ანაზღაურების გარეშე დამატებითი სამუშაოს შესრულებას სთხოვდნენ, კეთილმოწყობაში კი ირწმუნებიან, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაითხოვეს, მათზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდნენ. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
სამხრეთის კარიბჭე

Skკულინარია: დოს წვნიანი [Video]

საზოგადოება