შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სხვილისში დაწყებული სამეზობლო დავა სასამართლოში გაგრძელდება

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22360 
 24 აპრილი 2019
ხაჩიკ გრიგორიანი სხვილისში გზის პირზე ცხოვრობს. მას წლების განმავლობაში ბინა დაკეტილი ჰქონდა და ოჯახთან ერთად რუსეთში იყო წასული, სოფელში დაბრუნების შემდეგ კი საქონელი მოიშენა და ფერმაც გააკეთა. თუმცა ამბობს, რომ გზა რომელიც მის მიწის ნაკვეთს უკავშირდება და საქონელსაც ატარებდა, ახლა მეზობლებმა ქვებითა და ჯოხებით ჩაუხერგეს. „ჩემი ეზოს გავლით მიწის ნაკევთამდე ვერ მივალ, რადგან გასავლელი წინ კიდევ რამდენიმე ადგილობრივის მიწაა, ამიტომ ცენტრალუტრი გზით უნდა მოვუარო. მეუბნებიან, ეს გზა შენ არ გეკუთვნისო. ამიტომ არც ჩემ ძროხებს ატარებენ. ამის გამო მიწევს, რომ ცენტრალური გზის შემოვლით ვატარო საქონელი იმისთვის, რომ ნახირს შეუერთდნენ“, – ამბობს გრიგორიანი. მისი თქმით, გზა რომელიც მეზობლის ნაკვეთებზე გადის საერთოა და არავის აქვს უფლება იქ გავლა შეუზღუდოს. გრიგორიანს დავა ორ მეზობელთან აქვს, თუმცა არცერთმა მათგანმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვა: „რამენაირად მოვაგვარებთ საქმეს“, – გვითხრეს მათ. საქმის მოსაგვარებლად კი გრიგორიანმა უკვე სასამართლოს მიმართა. მის ინტერესებს ადვოკატი ლარისა შელეკიძე დაიცავს. „მეზობლებს არანაირი უფლება არ აქვთ, რომ საერთო გზით სარგებლობა შეუზღუდონ გრიგორიანს. მათ ხაჩიკს არასწორი ნახაზები უჩვენეს, რომ თითქოს ამ გზაზე ერთ–ერთი ნაკვეთი მათი საკუთრებაა და სწორედ ამიტომ აქვთ უფლება გზაზე გავლა აეკრძალათ“, – ამბობს შელეკიძე და ამატებს, რომ ვითარების უკეთ გასარკვევად კომპანია შპს „უნივერსალ პლიუსს“ ექსპერტიზის ჩატარება დაუკვეთეს – „აღნიშნულმა კომპანიამ მოახდინა აღნიშნული მიწის ნაკვეთების ვიზუალური დათვალიერება და მის გარშემო არსებული სიტუაციების შესწავლა, რომელიც შედარებულ იქნა საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ და წარმოებაში მყოფ მონაცემებთან. ექსპერტიზის მიხედვით, გრიგორიანის მიწის ნაკევთამდე მისასვლელი გზა, რომელიც ახლა ქვებით და ტოტებითაა ჩახერგილი, ნამდვილად დაურეგისტრირებელია და მისით სარგებლობა მომჩივანს შეუძლია“. ახალციხის რაიონულ სასამართლოში გრიგორიანმა სარჩელი 23 მარტს შეიტანა, თუმცასხდომა ჯერ არ ჩანიშნულა. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია