შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხეოთელ ფერმერებს სტიქიისგან მიყენებული ზარალი ვერ აუნაზღაურდებათ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23000 
 11 ივნისი 2019

ახალციხის სოფელ ხეოთში ძლიერი სეტყვა შვიდ ივნისს მოვიდა. სოფელი ხუთი წუთის განმავლობაში ისეტყვებოდა. ნალექმა ხეხილი და ბოსტნეული დააზიანა. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სოფელში სეტყვას ინფრასტრუქტურული ზიანი არ გამოუწვევია.„ჩვენი თანამშრომლები ავიდნენ სოფელში და შეისწავლეს მდგომარეობა. ინფრასტრუქტურა არ იყო დაზიანებული, ამიტომ ჩვენ ვერ ავანაზღაურებთ ზარალს. ნარგავები ფერმერებს თავად უნდა ჰქონოდათ დაზღვეული“, - განმარტავენ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია