შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზველში სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23028 
 12 ივნისი 2019
ზველის მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი განრიგით აქვთ და სასმელად გამოუყენებელია. მათივე განმარტებით, ამის მიზეზი ძველი სათავე ნაგებობაა.„რაც თავი გვახსოვს, ძველი სათავე ნაგებობაა, არც იწმინდება და არც ფილტრები აქვს. მთიდან მოედინება და ამ პერიოდში თოვლის ნადნობი წყალი რომ ერევა, ცუდ მდგომარეობაში ვვარდებით“, – გვეუბნება სოფელ ზველის მკვიდრი ვაჟა ზედგინიძე.იმის გამო, რომ წყალი სასმელად უვარგისია, ადგილობრივებს სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ: „ამ წყალს საკარმიდამო ნაკვეთების მოსარწყავად თუ ვიყენებთ, სხვა არაფერში გვადგება. გავდივართ ჭობარეთში, ხან ორგორაში და სასმელი წყალი იქიდან მოგვაქვს“.სოფელ ზველის პრობლემის შესახებ ცნობილია ააიპ "ასპინძის მელიორაციისთვის". მისი ხელმძღვანელი მერაბ ნარიმანიძე განმარტავს, რომ ზველის სასმელი წყლის ნაგებობა მათ ბალანსზე მიმდინარე წელს გადავიდა: „აქამდე ჩვენი არ იყო და მომსახურებას ვერ ვუწევდით. ახლა დავიწყებთ დაქლორვას და მაგისტრალსაც მივხედავთ“. ზველში 300–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სოფელი ზღვის დონიდან 1460 მეტრზე მდებარეობს.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება