შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძირს ეგდო და ჭრილობაც დავინახე – მოწმე ფოკაში მოკლულის შესახებ

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23012 
 11 ივნისი 2019
პროცესი დღეს, 11 ივნისს ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 16:00 საათზე დაიწყო. გამოიკითხა ოთხი მოწმე: ფოკის ორი მკვიდრი, გამომძიებელი თამაზ ფაილოძე და სამცხე–ჯავახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი დავით მერაბიშვილი.მერაბიშვილმა პროცესზე მოკლული ხ.თ–ს გვამის შესახებ ისაუბრა. აღწერა გვამი და განაცხადა, რომ მას ხუთი გამავალი ჭრილობა ჰქონდა. სამცხე–ჯავახეთის პოლიციის ბორჯომის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა თამაზ ფაილოძემ კი რამდენიმე საგამოძიებო მოქმედების შესახებ ისაუბრა.„გამოვითხოვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა 112–ში დარეკა. საუბრის ჩანაწერი იყო დისკზე, რომელიც შემდეგ გამოვიკვლიეთ და გავშიფრეთ, რასაც იძახდა ბრალდებული ოპერატორთან საუბრისას. ასევე, 2019 წლის აპრილში წავედით და დავათვალიერეთ მკვლელობის ადგილი, სადაც ლითონმძებნის გამოყენებით ვცდილობდით ტყვიების მოძებნას, თუმცა ვერ ვნახეთ. ამ ყველაფერზე ოქმი შევადგინე“,– ამბობს ფაილოძე.ამის შემდეგ სასამართლომ კიდევ ორი მოწმე გამოიძახა. აქედან ერთ –ერთს არ ჰქონდა ბევრი ინფრომაცია მკვლელობის შესახებ, ხოლო მეორე მოწმემ, დ.ა–მ მკვლელობის დღე გაიხსენა: „2018 წლის 3 დეკემბერს მანქანა უნდა გამეკეთებინა და მივედი ხელოსანთან. ამ დროს გავიგე სროლის ხმა და მეც წავედი იმ მხარეს, რომ გამეგო, რა ხდებოდა. მივედი სოფლის ცენტრში, გაჩერებასთან და ხ.თ ძირს ეგდო. ცხვირის ოდნავ ზედა ნაწილში ჭრილობა შევნიშნე. გარდაცვლილი არ იყო, რაღაც ხმებს გამოსცემდა. წავედი, რომ წყალი მომეტანა, ვიფიქრე, მოვასულერებ მეთქი. რომ დავბრუნდი, უკვე წითელი ფერის ფორდში ჩაესვათ თანასოფლელებს. შემდეგ კი ეს ამბავი მოკლულის სიძეს შევატყობინე“,–ამბობს მოწმე დ.ა.სასამართლო პროცესზე პროკურორი მამუკა ქომოშვილი კიდევ ერთელ გამოვიდა შუალმდგომლობით, რათა ის ორი მოწმე, რომელიც წინა სასამართლო სხდომაზე დაიბარა, იძულების წესით მოეყვანათ.მოსამართლე გია ბერაიამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.“ვინაიდან ეს მოწმეები არც პოლიციის დაბარების შემდეგ და არც სასამართლოს მიმართვის შემდეგ არ მოვიდნენ, ამ შუამდგომლობას დავაკმაყოფილებ“,– განაცხადა ბერაიამ.შემდეგი პროცესი 13 ივნისს გაიმართება, სადაც სამხარაულის ექსპერტებს დაკითხავენ.ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, 33 წლის კაცი 2018 წლის სამ დეკემბერს მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებული მისი თანაკლასელია.მომხდარის შემდეგ თანასოფლელებმა ბრალდებულის ორი სახლი და ოთხი მანქანა დაწვეს. ამ ფაქტს შსს სხვისი ქონების დაზიანების მუხლით იძიებს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
სამხრეთის კარიბჭე

პატარა ხანჩალი დაისეტყვა