შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული 65 მუშა გაიფიცა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23368 
 03 ივლისი 2019

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის იმ მონაკვეთზე, რომელიც ახალქალაქიში, სოფელ ყულალისთან გადის, უკვე მეოთხე დღეა, სამუშაოები შეჩერებულია. დაახლოებით 65 მუშა სახელფასო დავალიანებას აპროტესტებს.„თებერვლიდან არ აგვიღია ხელფასები, ზოგს კი, არც თებერვლის ანაზღაურება აქვს აღებული. გვინდა, რომ კუთვნილი თანხა მივიღოთ, ამიტომ არ ვაგრძელებთ სამუშაოებს. ხუთი კილომეტრის მონაკვეთზე რა სამუშაოებიც მიმდინარეობდა, ყველაფერი შეჩერებულია“, - ამბობს ერთ-ერთი მუშა. რკინიგზის ამ მონაკვეთზე სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი შპს „დემირიოლსერვისი“ ახორციელებს. „ხელფასს ველოდებით, ფირმებს შორის ობიექტების გადაბარება მიმდინარეობს და ამიტომ მოხდა ასე. მომავალი კვირიდან განახლდება ყველაფერი. ხელფასი ზოგს დაუგვიანდა, მაგრამ ეს სასწაული არ არის, გადაბარება ხდება“, - ამბობს შპს „დემირიოლსერვისის“ ახალქალაქის კარწახის უბნის უფროსი მურად ბუაძე. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე, პროექტის მიხედვით, 826 კილომეტრია. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გაივლის. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
სამხრეთის კარიბჭე

ნინოწმინდა დაისეტყვა [ფოტო]