შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში ავარიისას დაშავებულ ქალს ფეხი მოჰკვეთეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23449 
 10 ივლისი 2019
როგორც ბორჯომის საავადმყოფოში განმარტავენ, 70 წლამდე ქალის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია: „პოსტოპერაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, ფეხის ამპუტაცია მოხდა. სხვა დაზიანებები არ აღენიშნებოდა“, - ამბობს საავადმყოფოს დირექტორი ირაკლი დიასამიძე.ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ცხრა ივლისს მოხდა. 70 წლამდე ქალს, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა, სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.დაშავებული ქალი ბორჯომში ცხოვრობს.[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება