შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ისტორიკოსები: პუტინის საკუთარ ვერსიას არაფერი აქვს საერთო ისტორიასთან

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23459 
 10 ივლისი 2019
რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში საქართველო დაადანაშაულა აფხაზებისა და ოსების გენოციდში, ასევე მან თქვა, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში „არავითარი საქართველო არ ყოფილა“. „1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები სასტიკად მოქმედებდნენ, 1919-1920 წლებში ოკუპანტები ოსეთში უფრო სასტიკად მოიქცნენ. რეალურად, ეს ზუსტად ისაა, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ. ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში 1774 წელს შევიდა. მთლიანად შევიდა, სამხრეთიც და ჩრდილოეთიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1810 წელს რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთიც შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც ვასალი. მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთი თბილისის გუბერნიაში შევიდა. მაშინ არანაირი საქართველო არ არსებობდა, იყო თბილისის გუბერნია“. „გამიზნულად გაკეთებული განცხადებაა, სწორედ საქართველოს წინაღმდეგ მიმართული. ასეთი განცხადებები სერიოზული სამეცნიერო სამყაროსთვის არასერიოზულია, მაგრამ ქვეყნისთვის საშიშია“, – ფიქრობს ისტორიკოსი როინ ყავრელიშვილი.„ეს არის სრულიად აცდენილი ყოველგვარ სინამდვილეს. ეს არის ისტორია, რაც თვითონ შექმნეს – ისტორიული ფაქტების აბსოლუტური იგნორი“, – ამბობს ისტორიკოსი ნიკო ახალკაცი.როგორც ისტორიკოსები აცხადებენ, რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან საუბრისას გამიზნულად იცრუა. „ჯერ ერთი, საქართველოს აფხაზეთის ოკუპაცია არ მოუხდენია. არსებობს არაერთი მასალა, ლიტერატურა ამის დასამტკიცებლად. თუნდაც ჯემალ გამახარიას და ლია ახალაძის წიგნი – „აფხაზეთი, საქართველოს პოლიტიკა, ისტორია და კულტურა“. ასევე ისტორიკოს ზურაბ პაპასკირს აქვს ამ თემაზე არაერთი მასალა გამოქვეყნებული“, – ამბობს როინ ყავრელიშვილი.ნიკო ახალკაცს მიაჩნია, რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არის სრული სისულელე.„ისტორიის გაყალბებაა. პუტინმა თქვა, რომ 1774 წელს ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში იყოო. დიდი კავკასიური ომი რომ დამთავრდა საბოლოოდ, 1864 წელს, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მიუერთდა ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს. რაც შეეხება ქართლ–კახეთის სამეფოს შეერთებას რუსეთთან, შიდა ქართლი შედიოდა ამ სამეფოში და შიდა ქართლის შემადგენლობაში ჩვეულებრივ შედიოდა სამაჩაბლო. ხოლო აფახაზეთი რუსეთის ნაწილი არასდროს არ ყოფილა, არცეთ ისტორიულ პერიოდში“, – განაცხადა ნიკო ახალკაცმა. როინ ყავრელიშვილს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება მხოლოდ საქართველოსთვის არ იყო გამიზნული. [გულო კოხოძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება