შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დონალდ ტუსკმა კონფერენციაზე ვაჟა–ფშაველას ციტატა ქართულად წაიკითხა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23464 
 11 ივლისი 2019
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპული გზა" ვაჟა-ფშაველას ცნობილი წერილიდან "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა."მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: "ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს და ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია", - ამბობდა ვაჟა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტობას და ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნამდვილი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი", - თქვა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა. „გულით მინდა ერთი რამ გითხრათ, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და როგორც პოლონელმა: ჩემთვის საქართველო არამხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის. როცა მე ვამბობ სიტყვა საქართველოს, ვგულისხმობ თავისუფლებას; როცა ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ სიამაყეს; როცა ვამბობს საქართველოს, ვგულისხმობ მამაცობას. თქვენ ხართ პატარა ქვეყანა, მაგრამ – უდიდესი ერი; თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს, იმიტომ, რომ თქვენ, ყველანაირი განსხვავების მიუხედავად, ერთიანი მიზნისათვის გაერთიანდით. თქვენ აშენებთ თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს. თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. მე მოგმართავთ თქვენ, არ მისცეთ არავის უფლება, რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა. გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“.კონფერენციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და პოლონეთის, სომხეთის, შვედეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან. netgazeti.ge – ის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – „სირცხვილი გახარიას“ (“shame on you Gakharia”).[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა