შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ემიგრაციაში გადახვეწილი ახალციხელი მოღვაწის არქივი სამშობლოში დაბრუნდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23465 
 11 ივლისი 2019
„ჩამოტანილ არქივს მომდევნო კვირაში გავხსნით, დეტალებიც მაშინ გახდება ცნობილი“, - გვეუბნება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი მაია სიმონიშვილი, რომელიც, ეროვნული ბიბლიოთეკის დელეგაციასთან ერთად, კოლორადოს შტატის ქალაქ ავრორას 27 იანვარს ეწვია. ქართულ დელეგაციას შტატებში ალექსანდრე მანველიშვილის შვილები, პოლ და პიტერ მანველები დახვდნენ. შეთანხმების მიხედვით, მამის უნიკალური არქივი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს. მასალები ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი დეტალების შესახებ, ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში განთავსდება და მკვლევრებისთვის მომავალი კვირიდან უკვე ხელმისაწვდომი იქნება.„არქივში დაცულია ალექსანდრე მანველიშვილის მემუარები, მიმოწერა, გამოცემები, ფოტოალბომები (სტამბოლის, პარიზისა და ამერიკის პერიოდები, ემიგრაციის არაერთი წევრის სურათებით), გამომცემლობის სასტამბო აღჭურვილობა; ვიქტორ ნოზაძის, გიორგი წერეთლის, ლეო კერესელიძის პირადი ბიბლიოთეკის ნაწილი“, - წერს გიორგი კეკელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. 1915 წელს ალექსანდრე მანველიშვილმა ვალეს სამწლიანი სახელმწიფო სკოლა დაამთავრა, 1924 წელს კი ახალციხის საშუალო სკოლას ამთავრებს და თბილისში, პედაგოგიურ ინსტიტუტში, სოციალ-ლიტერატურის განხრით იწყებს სწავლას. ამ სასწავლებელში დიმიტრი უზნაძე, გიორგი ახვლედიანი, მიხეილ ზანდუკელი, სიმონ ჯანაშია, ვარლამ თოფურია და სხვები ასწავლიდნენ. შემდეგ კი ახალციხის სკოლაში მასწავლებლად გამოუშვეს.1929 წელს იძულებით ემიგრაციაში სხვა ქართველებთან ერთად ყარსის გავლით თურქეთში გადავიდა. 1930 წლამდე კი სტამბოლში გაატარა, 1930 წელს კი 1 მაისს ალექსანდრე მანველიშვილმა სტამბოლიდან მარსელში ჩავიდა. 1958 წლიდან გარდაცვალებამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობდა. ის 1997 წელს, კოლორადოს შტატის დაბა არვადაში გარდაიცვალა. სხვადასხვა დროს, მის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომების არასრული სია ასეთია: 1. ვეფხისტყაოსანი და რუსთველის ზნეობრივი იდეოლოგია, სტამბოლი, 1933; 2. დაღესტნის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, პარიზი, 1933;3. საქართველოს საზღვრები, პარიზი, 1938;4. სოციალური საკითხები, პარიზი, 1944;5. ქართულ-ფრანგული საუბრის თანამგზავრი, პარიზი, 1944;6. რუსეთი და საქართველო, პარიზი, 1951;7. Histoire de la Géorgie, Paris, 1951;8. ქრისტიანობა საქართველოში, პარიზი, 1954;9. I. საკუთრება; II. მიწის საკითხი საქართველოში, პარიზი, 1956;10. ქართული მოდგმის ეროვნული ფორმაცია, პარიზი, 1955;11. რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სან-ფრანცისკო, 1984;12. ძველი ქართული მწრლობა, სან-ფრანცისკო, 1987; 13. ოქროს ხანა ქართველი ერის ისტორიისა, სან-ფრანცისკო, 1989;14. ნარკვევები და წერილები, სან-ფრანცისკო, 1990;15. კორპორატიზმი, სან-ფრანცისკო, 1990;16. შოთა რუსთაველი და მისი პოემა ვეფხისტყაოსანი, 1937, (იტალიურ ენაზე, ხელნაწერი);17. ახალი წერილები.– არვადა, 1991.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება