შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში სადაზღვევო კომპანია ირაოს ოფისი გაიხსნა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23466 
 11 ივლისი 2019
ახლადგახსნილი ფილიალი მთელს სამცხე-ჯავახეთს მოემსახურება. გახსნის ცერემონიაზე ცენტრალური და ადგილობრივი ოფისების, ახალციხის მერიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.„ირაოს“ ახალციხის ოფისი მსურველებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. მომსახურება გათვლილია, როგორც კერძო პირებზე, ასევე ბიზნეს სექტორზე. ადგილზე შესაძლებელი იქნება ქონების, ჯანმრთელობის, ავტომობილების დაზღვევა.ოფისში, ამ ეტაპზე, სამი თანამშრომელი იმუშავებს. მისი მმართველი გურამ ჯინჭველაძე იქნება: „ რეგიონის მოსახლეობას ყველა იმ სადაზღვევო პროდუქტს ვთავაზობთ, რაც მომხმარებელს სჭირდება. იქნება შეთავაზებები ბიზნესისთვის, მორგებული როგორც მსხვილ, ასევე წვრილ ბიზნესებზე. ეს არის სტანდარტული და ინდივიდუალური შეთავაზებები. უკვე გვყავს მომხმარებლები, ქონების, ბინების დაზღვევის სეგმენტში“, - ამბობს გურამ ჯინჭველაძე. სადაზღვეო კომპანია „ირაო“ 2004 წელს დაარსდა. 2011 წელს იგი სრულად შეისყიდა ავსტრიის უდიდესმა კომპანიამ „ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“. „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ – ეს არის კომპანია, რომელსაც დაახლოებით 200 წლის ისტორია აქვს, რომელიც 25 ქვეყანაში, 50-ზე მეტ კომპანიას ფლობს და რომელშიც მუშაობს 25 000 ადამიანი. ამ ჯგუფის შემოსავალი 10 მილიარდ ევრომდეა და უდიდესი შესაძლებლობების ჯგუფია. „ირაო“ მისი ნაწილია და დღეიდან ახალციხე და სამცხე-ჯავახეთიც ამ დიდი ჯგუფის ერთი ნაწილია“, - განმარტავს სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ ფინანსური დირექტორი რამაზ ხვიჩია.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია