შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოხდა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24141 
 08 სექტემბერი 2019
დეპუტატი სამართალდამცავებმა ავტომანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან მისი გაყვანა ასე განახორციელეს.ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.„მოხდა ინციდენტი, გავერკვევით და მივცემთ სამართლებრივ შეფასებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ.დაპირისპირება დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ მოხდა, რაც კვიციანი აქციის მონაწილეებთან მივიდა. მომიტინგეებმა მას „რუსეთის მონა“ და მოღალატე ეძახეს. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.აქცია "სირცხვილია" პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ.პარლამენტის შენობაში, დეპუტატები მინისტრთა ახალი კაბინეთისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია