შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაციის ვადა იწურება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24324 
 24 სექტემბერი 2019

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში რეგისტრაცია ათობით მოსწავლემ უკვე გაიარა. სკოლის დირექტორის ჟუჟუნა გოგოლაურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მოსწავლეები ქართულში, მათემატიკაში, ქიმიაში, ინგლისურსა და რუსულ ენებში არიან დარეგისტრირებულები.„რეგისტრაციის გავლა მოსწავლეებს 27 სექტემბრამდე შუძლიათ, ამიტომ ვფიქრობ, სხვა საგნებზეც გამოთქვამენ დარეგისტრირების სურვილს“, - გვითხრა გოგოლაურმა.პირველი სკოლის მსგავსად, ოლიმპიადის პირველ ტურზე დარეგისტრირდნენ ახალციხის N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლების მოსწავლეები.„ახლა 20 მოსწავლეა დარეგისტრირებული. ვფიქრობ, რომ წინა წლების მსგავსად, 70-მდე მოსწავლე გამოთქვამს სურვილს, რომ საკუთარი ძალები გამოსცადოს“, – ამბობს N6 საჯარო სკოლის დირექტორი გია კაპანაძე. მისივე შეფასებით, ოლიმპიადაში დარეგისტრირებული მოსწავლეებში ყველაზე პოპულარული საგნები მათემატიკა, ისტორია, ინგლისური და გერმანული ენებია.ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ამ დროისათვის 20 მოსწავლეს სურს ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება. მათ ძირითადად ქართული და ინგლისური ენა აირჩიეს. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მოსწავლეებს თავად სკოლები არეგისტრირებენ. მოსწავლეებს რეგისტრაციისათვის ვადა 27 სექტემბრის 18:00 საათამდე აქვთ.ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და, ამასთან ერთად, მოხვდა რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.პირველი ტური სკოლებში იმართება, ხოლო მეორე და მესამე ტურს ცენტრალიზებულად ატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე – იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება