შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გამჭვირვალობა: წინასაარჩევნო პერიოდში ხელფასების მატება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად აღიქმება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24583 
 17 ოქტომბერი 2019
„ვინაიდან 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი პროექტების განხორციელებისაგან, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატება. ასეთი ქმედებები აღიქმება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად, რამაც საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს“, – წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციაში, რომელიც დღეს, 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა.გარდა ამისა, ორაგიზაციის რეკომენდაციით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის და შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო რეალისტურ მაჩვენებელზე დაგეგმოს;2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალი წლიდან იზრდება სახელმწიფო პენსია (20-50 ლარით), საბავშვო ბაღების თანამშრომლების (100 ლარით), მასწავლებელთა (150 ლარით), პოლიციელების (125 ლარით), ექიმების ნაწილის (100 ლარით) და სხვა თანამშრომლების ხელფასები. ზოგ შემთხვევაში პენსიის და ხელფასის ზრდა პირველი ივლისიდან ან პირველი სექტემბრიდან არის გათვალისწინებული.„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით კი ეს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით შეიძლება იყოს მოტივირებული.ვრცლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზის და რეკომენდაციების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია