შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოხანაშვილი: ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 იანვარი 2020
"ბაკურიანში ჩემს სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი კაფეში, სასრიალოსთან ახლოს და ვვახშმობდით. ამ დროს ჩემთვის უცნობმა კაცმა დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება და დებოში ატეხა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა. შვილებზე მუქარაც იყო," - ამბობს რუსთავი 2–თან ოხანაშვილი. ტელეკომპანიის განცხადებით, პირი, რომელმაც დეპუტატს შეურაცხყოფა მიაყენა, ვახტანგ რობაქიძეა - ის პოლიციამ ადმინისტრაციული წესით უკვე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია