შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თავდაცვის სამინისტრომ ჯარისთვის გაყინული ხორცის მომწოდებელი შპს ქარვა დააჯარიმა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2020
თავდაცვის სამინისტროს შპს „სახელმწიფო კვების კომპანიამ“ შპს „ქარვა“ სამხარაულის ექსპერტიზიდან პასუხების მიღების შემდეგ დააჯარიმა.სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული გაყინული საქონლის ხორცის ნიმუშები ექსპერტიზაზე, უწყების მაკონტროლებელმა სამსახურმა გადააგზავნა.„თავდაცვის სამინისტროში, ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ერთ-ერთ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებად, საქართველოს თავდაცვის ძალებში კვებითი მომსახურების გაუმჯობესება იქნა დასახული. ამ მიმართულებით მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, შეიცვალა კვების რაციონი და ის უფრო მრავალფეროვანი გახდა, დაიწყო ყველა სასადილოს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით, 2020 წლიდან ქართული ჯარი უკვე მარაგდება უმაღლესი ხარისხის გაუყინავი ქართული წარმოების ხორცით“, – აცხადებენ სამინისტროში.ჯარში გაყინული ხორცით მომარაგების პრობლემებზე 2019 წლის ნოემბერში ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა „თავისუფლების მონიტორმა“.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია