შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენში ფერმა დაიწვა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2020
ფოტო: არქივიროგორც ქიქინეთში მერის წარმომადგენელი ზურა აბრამიძე ამბობს, ფერმას ცეცხლი დღეს, 15 იანვარს, 12:00 საათისთვის გაუჩნდა, მეხანძრე–მაშველები ხანძარს დაახლოებით 19:00 საათამდე აქრობდნენ. „ფერმა სულ დაიწვა, პირუტყვის გადარჩენა შეძლეს. იყო საშიშროება, რომ სახლზე გადასულიყო, მაგრამ გადარჩა. როგორც ვიცი მფლობელს შენობის ნახევარში საქონელი ჰყავდა, ნახევარს კი საწყობად იყენებდა“,-ამბობს აბრამიძე.მისი თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ სახლის საკვამურიდან გაჩნდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ფერმაში 35 მსხვილფეხა პირუტყვი იყო, მაგრამ მათი გადარჩენა შეძლეს.ხანძარს ადიგენის და ახალციხის მეხანძრეები აქრობდნენ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმფორმაციით, მომხდარზე ძიება 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია