შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რობაქიძეს პოლიციაში სცემეს, ტკივილების გამო 5 დღის უჭმელია – ადვოკატი

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 იანვარი 2020
ბპროცესი დღეს, 19 იანვარს ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. „ბრალდებული დაკავების შემდეგ იქნა ნაწამები ბაკურიანის პოლიციის შენობაში, სადაც თავად ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა და ხელმძღვანელობდა მთელს პროცესებს. ბრალდებულის მიმართ ყველა საპროცესო ნორმებია დარღვეული დაკავებიდან მოყოლებული. მიუხედავად მოთხოვნისა, არ მიეცა ადვოკატთან კონსულტაციის საშუალება. დაკავების შემდეგ მას პოლიციაში სცემეს. მუცლის არეში აქვს დაზიანებები და მათ შორის ტკივილი, ხუთი დღის უჭმელია ბატონო მოსამართლე, საერთოდ ვერ ჭამდა ტკივილისგან. მიუხედავად მოთხოვნისა, არ გამოიძახეს სასწრაფო და არ გადაიყვანეს გამოსაკვლევად, არ ჩაუტარდა შემოწმება", – განაცხადა მან პროცესზე. ადვოკატმა ასევე გირაოს ოდენობაც გააპროტესტა, მისი თქმით, წარდგენილ ბრალდებაზე გირაო 2 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს: „ეს არის შერჩევითი სამართალი, რადგან ოხანაშვილს ეხება".როლანდ შონია მოსამართლის აცილებას ითხოვდა, თუმცა მარიკა ჩიტაშვილმა არ დააკმაყოფილა: „რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე მოქმედებს როგორც საქმით დაინტერესებული პირი, როგორც წარმომადგენელი გამოძიებისა. ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იქნა გამოყენებული, რომ მტკიცებულებების შესაგროვებლად და საქმის შესაქმნელად დრო ჰქონოდა გამოძიებას".რობაქიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედება. მას დროებით მოთავსების იზოლატორიდან, გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.„შეკრებილია ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ცალსახად ადასტურებს, ვახტან რობაქიძის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. გვყავს არაერთი ნეიტრალური მოწმე გამოკითხული, რომლითაც ცალსახად დასტურება ზემოაღნიშნული კვალიფიკაცია. სისხლის სამართლის დევნა ვახტანგ რობაქიძის მიმართ დაწყებულია სსკ–ის 151 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცლის მოსპობის მუქარას. ასევე 151 მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარას არასრულწლოვნების მიმართ და ასევე 239 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ხულიგნობას “, – განაცხადა პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ.რაც შეეხება, დაკავებულის შესაძლო ცემის ფაქტს, პროკურორი ამბობს, რომ ამ საკითხზეც დაწყებულია ძიება.ვახტანგ რობაქიძის ადვოკატმა როლან შონიამ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ბაკურიანში მომხდარის გამო, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ოხანაშვილის ოჯახს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. „სამწუხარო ინციდენტია შეურაცხყოფის ფაქტი, რაზეც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ბოდიშს. ეს იყო უბრალოდ ინციდენტი, მისი მოქალაქეობრივი პროტესტის გართულება, რასაც მოჰყვა და სამწუხაროდ გადაიზარდა შეურაცხყოფაში, ის აფიქსირებდა პროტესტს როგორ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის მიმართ და როდესაც ის „თქვენ“ სიტყით მიმართავდა, გულისხმოდა პოლიტიკურ ძალას და არა ოჯახს, ბავშვებს და არასრულწლოვნებს. შესაბამისად განსაკუთრებით მუქარა ბავშვების მიმართ საერთოდ კონტექსტიდან ამოვარდნილია", – განაცხადა ვახტანგ რობაქიძის ადვოკატმა. ვახტანგ რობაქიძე ირწმუნება, რომ ის ოხანაშვილის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია.„დავინახე აღნიშნული პროვნება, მანამდეც ვიცნობდი, რადგან ვიყავი „ოცნების“ გუნდის წევრი, მე მის მიმართ გამოვხატე აზრი, პოლიტიკური შეხედულება. ჩემ მიმართაც გამოუხატავთ ქუჩაში მოქალაქეებს პოლიტიკური შეხედულება, ზოგს დადებითი, ზოგს უარყოფითი ქმედება. მე იქ არ შემინიშნავს, რომ მისი შვილები იყვნენ, არ გამილანძღავს არც მისი ცოლი. უბრალოდ მივმართე სიტყვიერად. რადგან აღმოჩნდა რომ ცოლ–შვილთან ერთად იყო, მე მას მინდა ბოდიში მოვუხადო“ – განაცხადა პროცესზე რობაქიძემ.იგი ფიქრობს, რომ მოწმეებს ჩვენებები მუქარასთან დაკავშირებით, ძალდატანებით დააწერინეს: „გამომძიებელმა როდესაც ჩემთან შემოვიდა ასეთი რამ განაცხადა, იმდენად გვავიწროვებენ წარმოუდგენელია, რომ შენ აქედან თავი დააღწიოოო, იმდენად მონდომებულია ეს კაცი [ოხანაშვილი], რომ შენ დაგაპატიმრონო. მეც ჩემს შვილებთან ერთად ვიყავი. ბავშვები დარჩნენ ქუჩაში ატირებული. მათ შვილებს გვერდით ჰყავდათ დედაც და მამაც, ჩემი შვილები კი არც კი ვიცოდი სად იყვნენ. ქუჩაში, სიცივეში იყვნენ უპატრონოდ მიტოვებული და პოლიციამ არ მომცა საშუალება იმისა, რომ დავკავშირებოდი და მეთქვა შვილებისთვის – მამა მე კარგად ვარ. სამართალდამცველებს არანაირი ზომა არ მიუღიათ არასრულწლოვნების უსაფრთხოების შესახებ, არც მოუკითხავთ". ვახტანგ რობაქიძესა და „ოცნების“ დეპუტატს ანრი ოხანაშვილს შორის ინციდენტი 14 იანვარს, ბაკურიანში მოხდა. დეპუტატმა განაცხადა, რომ მას ვახტანგ რობაქიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.რობაქიძე სამართალდამცავებმა იმავე დღეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ახალციხის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ, მარიკა ჩიტაშვილმა სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.პატიმრობის ვადის გასვლისთანავე შსს–მ რობაქძე სსკ-ს 151 და 239 მუხლებით დააკავა, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.საქმის არსებითი განხილვა 11 თებერვალს ჩაინიშნა. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია